სტაჟიორი სამაცივრე დანდგარების კონტროლის ჯგუფში
თბილისი
  • სტაჟირება
  • 500 - 500
  • პროფესიული კოლეჯი
  • ინგლისური,რუსული
18 ნოე - 18 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

 

PepsiCo უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2021 ევროპასა და საქართველოში, ხოლო წელს პირველად გახდა საუკეთესო დამსაქმებელი გლობალურად. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკებისა თუ პროცესების დანერგვისა  და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდი როგორც სტაჟიორი სამაცივრე დანდგარების კონტროლის ჯგუფში მომავალი დასაქმების პერსპექტივით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, მიიღე ცოდნა და განავითარე სხვადასხვა უნარები პროფესიონალთა გუნდთან ერთად! 

 

რა ამოცანებია შესასრულებელი: 

  • ხელმძღვანელის დახმარება სავაჭრო ობიექტების სამაცივრე დანადგარებით უზუნველყოფაში;
  • საწყობში არსებული მაცივრების ტექნიკურ შემოწმებში მონაწილეობის მიღება;
  • გაუმართავი მაცივრების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • მაცივრების რემონტების დაგეგმვასა და ორგანიზების პროცესში მონაწილეობის მიღება , როგორც ლოკალურ საწყობში, ასევე დისტრიბუტორი კომპანიის საწყობებში, რემონტის მსვლელობისას მასზე დასწრება;
  • ქსელში არსებული მაცივრების გეგმიური ტექნიკური და სანიტარული კონტროლი ხელმძღვანელის უშუალო მონაწილეობით;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ორგანიზაციაში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა;

 

 

ვის ვეძებთ: 

  • პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

 

 

რას გთავაზობთ:  

  • პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობასა და მხარდაჭერას  
  • სტაბილურ ანაზღაურებას - 500 ლარი
  • სტაჟირების ხანგრძლივობა - 1 წელი
  • წვდომას პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ტრანსპორტირებას
  • კვებას


 

დაინტერესდი?

გამოგზავნე რეზიუმე მისამართზე career.caucasus@pepsico.com , მიუთითე ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი