აკადემიური კონკურსი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
03 დეკ - 18 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ასოცირებული პროფესორი ამერიკისმცოდნეობის  მიმართულებით  (სწავლების ენა  - ინგლისური); 1 ვაკანსია 5 წლის ვადით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ასოცირებული პროფესორი ამერიკისმცოდნეობის  მიმართულებით:

  •  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ამერიკისმცოდნეობის ან მონათესავე დარგში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  •  სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე)
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

 

 

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;                 
  •  კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება -სულ მცირე 7 (შვიდი) წელი
  •   ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება და
  •  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექციების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

 

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

 

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ განცახდების ფორმის დანართში. გთხოვთ, ელ. ფოსტით განაცხადის წარმოდგენისას, მიუთითოთ პოზიციის დასახელება თემის გრაფაში.

საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

 

თანდართული დოკუმენტები:

  •  განცხადების ფორმა
  •  საინფორმაციო ფორმა
  •  სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში
  •  სილაბუსი
მეცნიერება/განათლება
პროფესორი,
უმაღლესი განათლება