VIP კლიენტების მომსახურების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
17 ნოე - 17 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" მარტივად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.

 

"უნისონი" თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან და მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დავიცვათ ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შევუწყოთ თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას "უნისონი" წარმატებით ახორციელებს პროფესიონალი გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და გთავაზობთ გარემოს, სადაც ეს მიზანი მიღწევადია.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მსხვილი და VIP კლიენტების მომსახურების მენეჯერის

პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი მომხმარებლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის საოპერაციო დეპარტამენტისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • არსებული მომხმარებლების განახლებაზე უწყვეტი მონიტორინგი და პროცესის მართვა;
  • ტენდერის გამოცხადებისთანავე შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დოკუმენტების გამოთხოვა და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის შემსყიდველისთვის მიწოდება; გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისთვის ყველა საჭირო პროცესის ზედმიწევნით და სრულყოფილად მართვა;
  • არსებულ კლიენტებზე, გაფართოების მიზნით კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
  • მენეჯმენტისა და ბროკერების მიერ გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა, პროცესის სრული მონიტორინგი, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცვლა;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი (ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების განხრით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია ექსელის სრულყოფილად ცოდნა);
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიისა და ქალაქის დასახელება.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს კანდიდატების პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით კანდიდატი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი),
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)