უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
27 ნოე - 17 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.
ხოლო 2021 წელს  იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე


ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში უფროსი სისტემური ადმინისტრატორიპოზიციაზე


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემთა დამუშავების ცენტრში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
  • ვირტუალური (Microsoft Hyper-v 2012 R2, 2016, Vmware ESXi,) სერვერების და კლასტერული ინფრასტრუქტურის (არქიტექტურის) აგება, ადმინისტრირება და მართვა;
  • კრიტიკული ვირტუალური და ფიზიკური მანქანების Failover cluster-ის შექმნა, მიგრაცია, კონფიგურაცია;
  • 1C: Enterprise 8.3 Server Cluster- კლასტერული სერვერის კონფიგურირება ადმინისტრირება, მონიტორინგი;
  • 1C 8.3 - მონაცემთან ბაზების ადმინისტირება, წარმადობის ოპტიმიზაცია;
  • Windows-სერვერების, სერვისებისა და სხვა კრიტიკული კომპონენტების მონიტორინგის სისტემების გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება მოთხოვნილებების შესაბამისად;
  • სარეზერვო ასლების კოპირების და შენახვის სისტემების გამართვა, ადმინისტრირება, განახლება და მართვა;
  • ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მომსახურება: ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება, მომხმარებლების წვდომების დამატება და შეცვლა;
  • მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
  • სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
  • Change Management-ის გათვალისწინება და ცვლილებების შესახებ ინფორმირება.

 

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • ITIL სტანდარტების ცოდნა;
  • Microsoft Exchange 2016/Online Exchange-ის მართვა;
  • Powershell scripting-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Server 2012 R2, 2016-ისა და Vmware-ის ჰიპერვიზიორის სრულყოფილი ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft System Center 2012 - 2016-ის კონფიგურირება ადმინისტრირების ცოდნა;
  • Microsoft Active Directory, DHCP, DNS, Failover Cluster Manager, IIS, KMS, FTP, SFTP - სრულყოფილი ცოდნა, მათი განახლება, ადმინისტრირება, კონფიგურაციის ოპტიმიზაცია;
  • Microsoft SQL Server -მონაცემთა ბაზების სერვერის ინსტალაცია კომფიგურირება, კლასტერების მართვა;
  • 1C: Enterprise 8.3 Server Cluster- ადმინისრტირების და კონფიგურირების გამოცდილება;
  • Backup გადაწყვეტილებებთან მუშაობის გამოცდილება და მათი ძირითადი კონფიგურაციების ცოდნა;
  • დისკური მასივების მართვა, კონფიგურაცია;
  • SysLog სერვერებთან მუშაობის გამოცდლიება;
  • მონაცემთა საცავ სისტემეთან მუშაობის გამოცდილება, NAS-სა ადმინისტრირება;
  • Cisco-ს ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირება და კონფიგურირება, აღნიშნული ბრენდის და მსგავსი დონის სხვა აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Cisco-ს VPN, VLAN, Firewall-თან მუშაობის გამოცდილება;  
  • IP ტელეფონის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • აუცილებელია ტექნიკური ინგლისური, ან/და რუსული ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • Cisco CCNA- სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Windows Server – (70-410, 70-411, 70-412, 70-740, 70-741, 70-742)- სერტიფიკატ-ის/ების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Linux- სერვერული სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, შაბათ კვირა დასვენება
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

 

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემური ადმინისტრატორი