ტექნიკური დირექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
27 ნოე - 17 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია Baumer - ბაუმერი ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის  არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.

Baumer - ბაუმერი  ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

 

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • პროექტის პირველადი შესწავლა და ტექნიკური მხარის სრულად შეფასება;
  • გეგმის/გრაფიკის შედგენა და საპროექტო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და პროექტების ფასწარმოქმნა.
  • შიდა მიღება-ჩაბარების აქტების დროული წარმოების მონიტორინგი;
  • ახალი მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • ყველა მიმართულების ვადებისა და ტექნიკური შესრულების მონიტორინგი;
  • პროექტების დაგეგმილი მარჟების კონტროლი;
  • ხარჯთახრიცხვაზე კრიტიკული შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა, ასევე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ოპტიმალური (რეალური) თანხებისა და ვადების დადგენა;
  • ხარჯთაღრიცხვის დეტალური ანალიზი - კონკრეტული პოზიციების შესაბამისად მასალების და ხელობის ფასების ადექვატურობის დადგენა;
  • გადახარჯვის, ხარისხობრივი თუ ტექნოლოგიური ელემენტების დარღვევის რისკების პროგნოზირება, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და პრევენცია;
  • დამკვეთების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტირება;
  • აღმოჩენილ ხარვეზებზე დამკვეთთან კომუნიკაცია და ტექნიკური გამოსავლის მოძიება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა და მათი საქმიანობების შეფასება/მონიტორინგი;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება; (ინჟინერი)
  • სამშენებლო-საინჟინრო პროექტების ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ხელმძღვანელობის უნარები და პერსონალის მენეჯმენტის გამოცდილება;

 

პროფესიული უნარები:

  • პრეზენტაბელური;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მართვის უნარი;
  • მენეჯერული უნარები;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

TOP მენეჯმენტი
ტექნიკური დირექტორი/CTO