ბუღალტრის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
27 ნოე - 17 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია Baumer - ბაუმერი ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.

Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტების შექმნა, დაარქივება, ასახვა საბუღალტრო სისტემაში;
  • ინტერნეტ-ბანკში გადარიცხვების მომზადება;
  • საბუღალტრი პროგრამაში შესაბამისი გატარებების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების და საბანკო ტრანზაქციების საგადასახადო კუთხით განხილვა, შესაბამისი გადასახადების გაანგარიშება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში დახმარება;
  • დებიტორ/კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება ყოველთიურად;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების შესაბამისობის კონტროლი;
  • სტატისტიკის რეპორტების მომზადება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა;
  • ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება, ხელმძღვანელის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება;

 

მოთხოვნები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office);

 

პროფესიული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დელატლებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • პროფესიურ ზრდაზე ორიენტირებულობა;

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე