მოლარე - კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
17 ნოე - 17 დეკ
ვიპ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

 შპს „სან სთორზი“-  საქართველოში ,,გალფ ოილ ინტერნეშენალის“  ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს შვილობილი კომპანია, aცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების)  ქსელში მოლარე - კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტუდენტებისთვის სწავლის თანადაფინანსებას;
  • ღამის ცვლაზე დანამატს;
  • ყოველთვიური ბონუსს;
  • ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას;
  • მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას;
  • დაწინაურების რეალური შანსს;
  • სუფთა და კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
  • მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
  • ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელური;
  • გაწონასწორებული, თავაზიანი;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • მოტივირებული და ორგანიზებული;
  • დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მქონე;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია. https://gulf.ge/ge/hr

 

შპს „სან სთორზის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს „სან სთორზი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს „სან სთორზის“  მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს „სან სთორზს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს „სან სთორზი“ თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე