პრომო აგენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
16 ნოე - 16 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland  და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 29 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!  

დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სააქციო პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა;
  • მომხმარებლებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა;
  • პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება;
  • პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / გაყიდვების სტიმულირება.
  • მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება;


 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „პრომო აგენტი“  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი