უფროსი ქიმიკოსი ყვარელში

თარიღები: 15 ნოემ - 14 დეკ
მდებარეობა: ყვარელი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@telianivalley.com
მეცნიერება/განათლება:  ბიოლოგიური/ქიმიური კვლევა

შპს „ქინძმარაულის მარანი“  აცხადებს ვაკანსიას უფროსი ქიმიკოსის პოზიციაზე ქ. ყვარელში

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირება და ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებთან შეთანხმებული მოქმედება საქმიანობის ყველა ეტაპზე (ნედლეულისა და პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემოწმება);
  • ლაბორატორიის მუშაობისათვის საჭირო ტიტრული ხსნარებისა და ინდიკატორების დამზადება;
  • ტესტების, გამოკვლევების ან პროცესის კონტროლისთვის საჭირო ლაბორატორიული აპარატებისა და ხელსაწყოების მომზადება; საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის ტკბილში შაქრიანობის, ტიტრული მჟავიანობის და PH-ის რეგულირებისთვის მჟავის საჭირო რაოდენობის დადგენაზე კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ტკბილის ალკოჰოლურ დუღილზე სისტემატური დაკვირვების წარმოება და შაქრის დაშლის, ალკოჰოლის წარმოქმნის, ტიტრული და მქროლავი მჟავეების შემცველობის რაოდენობრივი ცვლილებების დინამიკის განსაზღვრაზე კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ალკოჰოლური დუღილის ბოლოს ვაშლ-რძემჟავა დუღილის მიმდინარეობის ინტენსივობის განსაზღვრა ორგანულ მჟავათა შემცველობის ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენების საფუძველზე;
  • შემოსული ღვინო და ღვინომასალების სრული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარებაზე კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • მომზადების ყველა ეტაპზე ღვინოების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრების გაკონტროლება:  სიმაგრე, ტიტრული მჟავიანობა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდი, შაქარი, რკინა, ექსტრაქტი, საფუარის დათვლა; დგომის დროს იგივე მაჩვენებლების თვეში ერთხელ გადამოწმება;
  • ფილტრაციის ტესტი ჩამოსასხმელი ღვინის მზადყოფნისათვის;
  • მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება; ჩამოსხმული ღვინის სრული ანალიზების ჩატარებაზე კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მარანში ან მზა პროდუქციის საწყობში შესაბამის განყოფილებებთან ერთად წნის მიზეზის გამოკვლევა;
  • სხვადასხვა ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • ლაბორატორიაში სანიტარული პირობების და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მზა პროდუქციის სასერთიფიკაციო ნიმუშების და ლაბორატორიული სერთიფიკატების მომზადება;
  • რეალიზაციის დროს აღებული შესანახი ნიმუშების დასაწყოვება და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • მუშაოების პერიოდში წარმოქმნილი პრობლემების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მინიმუმ ერთი რთველის პერიოდში);
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებით/კანონდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ცოდნა;
  • ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ცოდნა;
  • მეღვინეობის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.

 

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.



სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად


 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

შპს „ქინძმარაულის მარანი“-ს  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
მიკრობიოლოგი ბორჯომში

IDS Borjomi


25 ნოემ - 24 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV