ბუღალტერი ფოთში
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
12 ნოე - 12 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

‘Smart Capital Group“ უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ოპერირებს როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ქვეყნისთვის და ქმნის დივერსიფიცირებულ ბიზნეს გარემოს. ჰოლდინგის საქმიანობის სფეროები ძალიან მრავალფეროვანია, ძირითადი მიმართულებებია: ენერგეტიკა და ნავთობი, უძრავი ქონება და სასტუმროების ბიზნესი, წარმოება და ლოჯისტიკა.

GeoTextile არის ‘Smart Capital Group“-ის ახალი მიმართულება, კერძოდ, სამკერვალო საწარმო, რომელიც დაფუძნდა 2021 წელს. ქარხანა მდებარეობს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 6000კვ.მ. ფართობის შენობაში და დაასაქმებს 1000 თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით.
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • კომპიუტერული-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: MS Excell, MS Word, MS Power Point, MS Outlook.
  • საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამა Balance -ში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
  • მიმდინარე ბუღალტრული გატარებების აღრიცხვა.
  • სტატისტიკის რეპორტების მომზადებაში დახმარება
  • საბანკო გადარიცხვების მომზადება
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა
  • მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალების შესრულება

 

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი.

სამუშაო ადგილი: ფოთი - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maia.Avalishvili@smartcapital.ge

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)