კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი ბათუმში
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული,თურქული
11 ნოე - 11 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი “ნაზილბე” აცხადებს კომერციული მიმართულების ხელმძღვანელის ვაკანსიას ბათუმში

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული განყოფილებების ეფექტური მართვა;
  • მომწოდებელთა სიის მუმდივი განახლება;
  • ახალი პროდუქციისა და ალტერნატიული მომწოდებლების მუდმივი კვლევა და მოძიება ბაზარზე;
  • მომწოდებელთან კონტრაქტის ფორმირებისას მოლაპარაკებებში უშუალო ჩართულობა და საუკეთესო პირობების მოპოვებაზე ზრუნვა;
  • მუდმივი კომუნიკაცია არსებულ მომწოდებლებთან;
  • არსებულ მომწოდებლებთან სახელშეკრულებო პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირებული საკითხების ეფექტურად შესრულების კონტროლი;
  • მინიმალური ნაშთების მუდმივი კონტროლი და ეფექტური ნაშთის უზრუნველყოფა;
  • სექტორების მიხედვით მომწოდებლების რანგირება და საჭიროების დროს არსებული მომწოდებლების დროული ჩანაცვლებისთვის მათი სარეზერვო ბაზების ფორმირება;
  • მომწოდებლებთან გაფორმებული კონტრაქტის პირობების სტანდარტიზაცია, კომპანისთვის სამიზნე პირობების შემუშავება და სახელშეკრულებო პირობების შესახებ რეგულარულად განახლებული ანგარიშების წარმოების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლების ჭრილში კონსოლიდირებულად და ინდივიდუალურად, პროდუქციის სახეობების ან/და ჯგუფების ჭრილში ისეთი აღწერითი სტატისტიკური მონაცემების წარმოება-ანგარიშგების უზრუნველყოფა, როგორიცაა: დინამიკა, ზრდის ტენდენცია, საშუალო მონაცემების და სხვა პარამეტრების გაზომვა;
  • მომწოდებლების წინაშე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების რეგულარული მონიტორინგი და კომპანიის ინტერესების ფარგლებში პრევენციული და გამაფრთხილებელი ნიშნების, ლიმიტების, შეზღუდვების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის რეგულარული რეპორტინგის წარმოება;
  • სასაქონლო მარაგების უწყვეტად მოწოდების უზრუნველყოფა. საფრთხის შემცველი ნიშნების ადრეული იდენტიფიკაცია და მასზე პრევენციული ზომების გატარება, მენეჯმენტის მიმართ რეპორტინგის პარალელურად;
  • არასწორი ნაშთების შეკვეთის მუდმივი კონტროლი და პრევენციული ზომების მიღება;
  • საფასო პოლიტიკის შემუშავება ფასდადებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან კოორდინაციით;
  • შესყიდვების ფასების მუდმივი კონტროლი და მომწოდებლების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
  • კონკურენტ კომპანიებში ფასების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების რეგულარული წარმოების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული განყოფილებების დავალებების განრიგის შედგენა, დავალებების შესრულების მონიტორინგი, პროცესის სრულყოფის და ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია კომერციული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პრიორიტეტულია Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • პრიორიტეტულია მათემატიკური უნარების ქონა;
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • ლიდერობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების მართვის უნარი;
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • კეთილსინდისიერება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტირება.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge

გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი - ბათუმი

 

გისურვებთ წარმატებებს!

TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი
მსგავსი განცხადებები
თბილისი