შეფ-კონდიტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
11 ნოე - 11 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593 39 09 30

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს შეფ-კონდიტერის ვაკანტური პოზიციები.

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99

გრაფიკი: სრული, სტანდარტული

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკონდიტრო ხაზის მენიუს შედგენა, პერიოდულად განახლება;
  • ახალი პოზიციების ტექნოლოგიური ბარათების მომზადება;
  • საკონდიტრო ხაზის ნაწარმის მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • ნედლეულის ხარისხის, გემოვნური თვისებების, მარკირებისა და ვადების კონტროლის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა; 
  • ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კონდიტერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შეფ-კონდიტერის პოზიციაზე;
  • ზოგადი ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია პროფესიული განათლება აღნიშნული მიმართულებით.

 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და სწორად შესრულების, ასევე პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 593 39-09-30 ან გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
კონდიტერი