მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
11 ნოე - 11 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, Macallan, Lavazza, Medoff, Sobieski, sno და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

 

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსელური მაღაზიებისათვის თბილისში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ქსელში გადაადგილება
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განთავსება;
  • მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ფასის და ვადების კონტროლი;
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
  • პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
  • რეპორტინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის  და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მერჩენდაიზერი“

 

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი