ძრავის მექანიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
11 ნოე - 11 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ,,ბაუმა“ აცხადებს ვაკანსიას ძრავის მექანიკოსის პოზიციაზე.

ბაუმა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.  სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე  https://bauma.ge/

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - შაბათი;  10:00 - 18:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  •  სერვისში შემოსული დაზიანებული პროდუქციის პრობლემების დიაგნოსტირება და შეკეთება;
  •  პირადი სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოვლა/მოწესრიგება;
  •  სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
  •  სერვისის მენეჯერის დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება, სასურველია დამატებითი ტექნიკური განათლება/გადამზადება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  •  კომუნიკაბელურობა
  •  გუნდურად მუშაობის უნარი
  •  ტექნიკური დავალების შესრულებაზე და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირება

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • გისურვებთ წარმატებებს!

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ძრავის მექანიკოსი).

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით; შრომითი ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში, მხარეთა შორის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის საკითხი რეგულირებული იქნება მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციით, ამასთან დამსაქმებელი უფლებამოსილია ავტობიოგრაფია შეინახოს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მთელი პერიოდის განმავლობაში და მას შემდგომ, გონივრული და კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

ავტო-მოტო სერვისი
ძრავის მექანიკოსი