რეზერვაციის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 ნოე - 11 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ  ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას ოთხ ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები და სეიშელის კუნძულები.  საქართველოში კომპანია 4 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.  

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

 

“რუსტარ ონლაინი” აცხადებს ვაკანსიას  რეზერვაციის  მენეჯერის  პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • აგენტებთან კომუნიკაცია;
  • ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია .
  • ტურისტული პაკეტების შედგენა / სასტუმროების დაჯავშნა/
  • ჯავშნის სისტემაში ასახვა;
  • გაყიდვების გაზრდა/კლიენტების მოზიდვა.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეზერვაციის მენეჯერის ან ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა.

 

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge  ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:    www.rustartourism.com

გისურვებთ წარმატებას!

ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები