გაყიდვების ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
10 ნოე - 10 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.  

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა. 

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს 

 

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში. 

სამუშაოს ტიპი: დროებითი სამუშაო

გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ყოველდღიური რეპორტინგი (გადატვირთვა და ვალები) გაყიდვების წარმომადგენლებთან და მენეჯმენტთან. 
  • ყოველ დილით, სავაჭროების მოთხოვნის შესაბამისად ობიექტების ბრუნვების, შედარებების და ანალიზის გაგზავნა 
  • დაბლოკილი ობიექტების მართვა 
  • დაბლოკილ ობიექტებთან , ობიექტების ნავაჭრებთან და სხვ. ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება 
  • გაყიდვების ანალიტიკა მენეჯმენტისთვის 
  • საათობრივი გაყიდვების მომზადება და გაზიარება მენეჯერებთან (საათში ერთხელ) 
  • მიმდინარე რეპორტების, კონტრაქტის ანალიზების, თათბირის საკითხების რეპორტების და სხვ. მომზადება, მოთხოვნის შესაბამისად 
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა და რეპორტინგი 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით 
  • კომპიუტერული პროგრამების: Excel, Power Point ფლობა 
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების ანალიტიკოსი“

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი