პრისეილერი თბილისსა და რეგიონებში
თბილისი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული
09 ნოე - 09 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ,,ბაუმა“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

ბაუმა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.  სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე  https://bauma.ge/

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი და რეგიონები

სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - პარასკევი;  10:00 - 18:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  •  სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  •  სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
  •  სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
  •  სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
  •  სხვადასხვა რეგიონში გამოფენა/გაყიდვის ღონისძიებების ორგანიზება;
  •  პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
  •  გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  •  1С პროგრამაში მუშაობა; 
  •  რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება);
  •  სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  •  საოფისე პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  •  სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  •  სასურველია 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  •  სავალდებულოა კანდიდატი ფლობდეს მართვის მოწმობას - B კატეგორია.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  •  კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  •  მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  შრომისმოყვარეობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  პროდუქციის მაღალ დონეზე დასწავლის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირების უნარი.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.



გისურვებთ წარმატებებს!

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (პრისეილერი).

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით; შრომითი ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში, მხარეთა შორის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის საკითხი რეგულირებული იქნება მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციით, ამასთან დამსაქმებელი უფლებამოსილია ავტობიოგრაფია შეინახოს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მთელი პერიოდის განმავლობაში და მას შემდგომ, გონივრული და კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაყიდვები
პრისელერი