სპეციალური პედაგოგი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
09 ნოე - 09 დეკ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინოვაციური განათლების ცენტრი აცხადებს სპეციალური პედაგოგის ვაკანსიას სკოლამდელი საგანმანათებლო დაწესებულებისთვის.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ დასაქმებასა და ამვდროულად ტრენინგებს, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას მონტესორის საერთაშორისო ასოციაციის “Association Montessori Internationale” -ის სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატთა შერჩევის შემდგომ, მათი გადარჩევა მოხდება ადმნინისტრაციის ხელმძღვანელის, ძირითადი ფსიქოლოგისა და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელის შეფასებისა და რეკომენდაციის შესაბამისად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შეაფასოს და აღწეროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის სოციალური, კოგნიტური და ფუნქციური უნარები;
  • უზრუნველყოს აღსაზრდელის აქტივობებში ჩართულობა და ითანამშრომლოს აღსაზრდელის მიღწევების (ცოდნა-უნარჩვევების) შეფასების პროცესში აღმზრდელ-პედაგოგთან, ძირთად ფსიქოლოგთან და აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტთან;
  • შექმნას ინკლუზიური გარემო და აღამაღლოს ცნობიერება აღსაზრდელთა გარემოცვაში;

 

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი პედაგოგიური ან/და ფსიქოლოგიური განათლება;
  • სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ან გავლილი ჰქონდეს ინკლუზიური განათლების 120 საათიანი ტრენინგი;
  • სავალდებულოა ერთ წლიანი გამოცდილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან;

 

სავალდებულო ცოდნა:

  • ენები: ინგლისური ან/და რუსული მაღალ დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამები: “Microsoft Office”.

 

უნარები:

  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

სამუშაო განაკვეთი: 11:30 საათიდან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: hr@montessori.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „სპეციალური პედაგოგი“. გისურვებთ წარმატებას

მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება