სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი

თარიღები: 08 ოქტ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 10 წელზე მეტი
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: konkursi@moesd.gov.ge
საჯარო სამსახური:  საჯარო სამსახური (ზოგადი)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს  შპს „ენგურჰესის“ (ს/ნ 251716371) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად.

ადგილების რაოდენობა - 5

 

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ,,ენგურჰესი“ წარმოადგენს სახელმწიფოს 100% იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ  იურიდიულ პირს და ახორციელებს შემდეგი მიმართულების საქმიანობას:

  • ელექტროენერგიის წარმოება-რეალიზაცია;
  • ელექტროენერგიის ექსპორტი ან/და იმპორტი;
  • არსებული ფინანსური ან/და მატერიალური აქტივების მიზნობრივად გამოყენება და მართვა.

 

სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენციებია:

  • კონტროლს უწევს დირექტორთა საბჭოს საქმიანობას;
  • დირექტორთა საბჭოსგან გამოითხოვს კომპანიის საქმიანობის ანგარიშს;
  • ამოწმებს და აკონტროლებს კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას და ქონებრივ ობიექტებს;
  • კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით იწვევს პარტნიორთა საერთო კრებას;
  • ამოწმებს  კომპანიის წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებებს და წარუდგენს ინფორმაციას კომპანიის საერთო კრებას;
  • პარტნიორებთან წერილობითი შეთანხმებით ნიშნავს და გამოიწვევს დირექტორებს, განსაზღვრავს მათთვის შრომის ანაზღაურებას და საჭიროების შეხვევაში დებს და წყვეტს მათთან ხელშეკრულებას;
  • განიხილავს და პარტნიორებთან ათანხმებს კომპანიის მიერ კრედიტებისა და სხვა სასესხო საშუალებების აღებას, რომელიც ცალკე ან მთლიანობაში სამეურნეო წლის განმავლობაში აღემატება  ერთ მილიონ ლარს;
  • იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის რეაბილიტაციის მიმდინარეობის დროს) წარმოშობილი ჯართის, ამავე ტერიტორიაზე რეალიზაციის  (გასხვისების) შესახებ;
  • განიხილავს ისეთ საკითხებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
  • იხილავს და დამტკიცების შემდეგ ყოველკვარტლურად ისმენს ინფორმაციას კომპანიის ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

 

 

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისშესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების /ეკონომიკის/ ენერგეტიკის/ სამართლის ან მომიჯნავე დარგში;
  • არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნა:

კორპორაციული ფინანსების ცოდნა/კორპორაციული მართვის გამოცდილება/ბიზნეს-სტრატეგიის შემუშავებისა დანერგვის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვა:

კანდიდატად არ შეირჩევა პირი, რომელიც იკავებს ან განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში იკავებდა სახელმწიფო-პოლიტიკურ ან პოლიტიკურ თანამდებობას.

მუშაობის აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი იმყოფებოდეს საქართველოში. დასაშვებია შეთავსებით მუშაობა ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვით.

 

შპს „ენგურჰესის“  სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის პროცედურა

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილიუწყებათაშორისი საკონკურსო კომისია.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • შემოსული განაცხადების გადარჩევა - კონკურსზე წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მათ შორის საუკეთესოების შერჩევა
  •  შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

 

გასაუბრების ეტაპზე გადასული კანდიდატი ვალდებულია გასაუბრებაზე გასვლამდე კომისიის სამდივნოს წარუდგინოს განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

საკონკურსო კომისია კანდიდატს აფასებს განათლების, კვალიფიკაციის, ინგლისური ენის ცოდნის, სამუშაო გამოცდილების, მოტივაციისა და საბჭოს წევრობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით.  

 

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge სავალდებულოა თემის ველში მიეთითოს - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

 

 


მსგავსი განცხადებები
მესამე რანგი-საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


13 ოქტ - 25 ოქტ

logo

მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


13 ოქტ - 25 ოქტ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV