დეზინფორმაციის პირისპირ - ონლაინ ინფორმაციის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია და ანალიზი

თარიღები: 11 ოქტ - 22 ოქტ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

დეზინფორმაციის პირისპირ ონლაინ ინფორმაციის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია და ანალიზი 

დეზინფორმაცია ყველაზე სწრაფად ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება, ვირუსულად აბინძურებს ჯანსაღ საინფორმაციო გარემოს და ხელს უშლის აქტუალური საკითხების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღებას.

ყალბი და ხშირად ირაციონალური ნარატივების მსხვერპლს, ყველაზე მეტად ინტერნეტის მომხმარებელი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ონლაინ გარემო ჯერ კიდევ მოკლებულია დეზინფორმაციის საკითხებზე სიღრმისეულ მსჯელობებსა და ანალიზს. ხსენებული გამოწვევის საპასუხოდ, გთავაზობთ ონლაინ კურსს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საჭირო სტრატეგიის სიღრმისეულად შესასწავლად. კურსი დაგეხმარებათ გქონდეთ პასუხი კითხვებზე თუ საიდან მოდის დეზინფორმაცია; როგორ ვრცელდება ის; ვინ ან რა დგას ყალბი ინფორმაციის უკან და რა არის საუკეთესო გზა მასთან გასამკლავებლად. 

კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ,,რეგიონული დემოკრატიული ჰაბი - კავკასიის’’  მიერ ბერლინში დაფუძნებულ ორგანიზაცია Disruption Network Lab-თან თანამშრომლობით. 

ონლაინ კურსი დაწყება 2021 წლის 1 ნოემბერს და გაგრძელდება 5 კვირის განმავლობაში (კვირაში 3 საათი). კურსს გაუძღვებიან წამყვანი მკვლევრები, პრაქტიკოსები და აქტივისტები როგორც კავკასიის რეგიონიდან, ისე მთელი მსოფლიოდან. 

თითოეული სესია მოიცავს საუბრებს საინტერესო საკითხებზე, ფართო დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და სავარჯიშოებს. ტრენინგი შედგება ინტერაქციული Live სესიებისა და წინასწარ ჩაწერილი ვიდეოებისგან, რაც მონაწილეს შესაძლებლობა მისცემს მოგვიანებით ან/და განმეორებით მოუსმინოს მას. დისკუსიების, დებატებისა და სამუშაო შეხვედრების ნაწილში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ტრენინგის ფასილიტატორებსა და მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად შექმნან პრაქტიკული და ეფექტური ჩარჩო დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ეზიარებიან შესაბამის ტაქტიკას სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისა და დაძლევისათვის. 

 

ტრენინგის ძირითადი საკითხებია: 

  • დეზინფორმაცია: სფეროს გზამკვლევი; რატომ ვრცელდება და როგორ აღმოვაჩინოთ ის;
  • ალგორითმის გავლენა ადამიანებზე: როგორ ერევიან ჩვენს ონლაინ აქტივობებში ბოტები და სხვა ავტომატიზებული პროცესები;
  • სხვადასხვა შენიღბული პლატფორმები: როგორ წარმოიშობა და ვრცელდება დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის პლატფორმებზე;
  • კონსპირაციული თეორიის ანატომია: როგორ და რატომ ვრცელდება კონსპირაციული აზრები ვირუსულად დროის მოკლე პერიოდში;
  • დეზინფორმაციის სხვადასხვა განზომილება: სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და კვლევები;

 

მომხსენებლების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში. 

ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მსმენელებს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კურსი გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების ყველა ასპექტის წარმომადგენლებისთვის: მათ შორის, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა აქტივისტების, იურისტებისა და მკვლევრებისთვის. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსაც.

მივესალმებით ქალებს და უმცირესობათა ჯგუფების (რელიგიური, ეთინიკური და სხვა) წარმომადგენელთა აპლიკაციებს. 

ლექციები/დისკუსიები ჩატარდება ყოველკვირეულად, განსაზღვრულ დროს (ზუსტი დრო დასახელდება აპლიკანტების შერჩევის ეტაპზე, მათი ინტერესის გათვალისწინებით).  სასწავლო პროგრამის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება დამხმარე ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კონფიდენციალურ ონლაინ სივრცეს.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. ყველა ლექცია/დისკუსია ჩატარდება და ითარგმნება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

 ქართველი მონაწილეებისთვის ინგლისურის ცოდნა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. 

ტრენინგი იმართება გერმანიის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა უფასოა. 

ტრენინგში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გაიაროთ შეავსოთ მოკლე სააპლიკაციო ფორმა ამ ბმულზე.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ოქტომბერი. 

ტრენინგი იმართება პროექტის - „დეზინფორმაციასთან ბრძოლა: მედიის მრავალფეროვნების ხელშეწყობა საქართველოსა და გერმანიაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანულ ორგანიზაცია Disruption Network Lab-თან თანამშრომლობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების პროგრამის ფარგლებში (აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა https://civilsocietycooperation.net

 #CivilSocietyCooperation #AuswärtigesAmt 

სხვა ვებ გვერდზე




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV