მთავარი ბუღალტერი

თარიღები: 05 ოქტ - 03 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@telianivalley.com
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი

სს „თელიანი ველი“-ს ჯგუფში შემავალი საწარმო შპს „ქინძმარაულის მარანი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის  პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; 
  • საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა;
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონრტროლი;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და  შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა; 
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა 



ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის წარმოებაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა( IFRS);
  • აუცილებელია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად;



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი. 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


 

 

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

სს „თელიანი ველი“-ს  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Chief Accountant

იორკ თაუერსი


13 ოქტ - 11 ნოემ

Senior Accountant

Glovo


29 სექ - 28 ოქტ

ბუღალტერი ფოთში

პრაიმ ბეტონი


20 ოქტ - 02 ნოემ

მთავარი ბუღალტერი

ნიუ აუტო მოტორსი


27 სექ - 26 ოქტ

მთავარი ბუღალტერი

იმპოსტი


15 ოქტ - 13 ნოემ

მთავარი ბუღალტერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა


18 ოქტ - 16 ნოემ

მთავარი ბუღალტერი

მერიდიან ექსპრესი


12 ოქტ - 10 ნოემ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV