ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების სპეციალისტი

თარიღები: 20 სექ - 14 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@gmpgeo.com
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო) მეცნიერება/განათლება:  ახალი პროდუქტი/მოდიფიკაცია

ფარმაცევტული კომპანია "GM Pharma" (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების სპეციალისტის (New Product Development Project Specialist) პოზიციაზე

 

სამუშაოს აღწერილობა:

  • ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა
  • საბაზრო ტენდენციების, კლიენტების (მაგ. წამყვანი ექიმი-სპეციალისტები, სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციები, მომხმარებლები, პაციენტთა ორგანიზაციები და სხვ.) გამოვლენილი მოთხოვნილებებისა და გაყიდვების გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, აქტუალური პროდუქციის (ორიგინალური, ინოვაციური, კარგად გაყიდვადი და მომგებიანი პროდუქტები) სიის შედგენასა და მუდმივ განახლებაში ნაწილეობის მიღება
  • აქტუალური პროდუქციის და მათი მწარმოებლების პროაქტიური მოძიება, მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან, კომუნიკაციის დროულად მართვა, შემოთავაზებულ პროდუქტთან დაკავშირებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა
  • სხვადასხვა მომწოდებლების შემოთავაზებების შედარებითი ანალიზი, ბაზარზე არსებულ ანალოგებთან, კონკურენტებთან შედარება
  • საკუთარი ბრენდის ქვეშ (Private Labeling) კონტრაქტული წარმოების პროექტების მართვა (მედიკამენტები - Rx, OTC, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად), სამედიცინო ხელსაწყო-„დივაისი“) და პროექტების კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება
  • წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერის პირობებზე მომწოდებლებთან მოლაპარაკება; ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობისა და პროექტის პირობების გაანალიზება და პასუხისმგებელ პირებთან განხილვა და შეთანხმება
  • შერჩეული პროდუქტის ბიზნეს-პროექტის მომზადება (ფორკასტი, გავრცელების არეალი, ვადები, კონკურენტების ანალიზი, ფასწარმოქმნა, რენტაბელობა და ა.შ.) და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება
  • პროდუქტის მომწოდებელ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე იურისტებთან ერთად მუშაობა, კომპანიის მენეჯმენტთან და პარტნიორებთან საკონტრაქტო პირობების შეთანხმება
  • რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა
  • პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ თანამშრომლობა შესყიდვების განყოფილებასთან - პროდუქტის პირველადი შეკვეთის პროცესში მონაწილეობა
  • კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება

 

უნარები და კვალიფიკაცია:

  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება)
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით (MS Excel, Word, PowerPoint)

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com 2021 წლის 15 ოქტომბრამდე

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

"GM Pharma" წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. "GM Pharma"-ს საწარმოს თბილისში გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S; ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

 

"GM Pharma"-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთვის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს განვითარების შესაძლებლობებს.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.


მსგავსი განცხადებები
Cardiologist

Humanitarian Foundation


04 სექ - 03 ოქტ

გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია GMP


02 სექ - 01 ოქტ

ენდოსკოპიური სამსახურის უფროსი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


07 სექ - 30 სექ

ეპიდემიოლოგი

კლინიკა ულტრამედი


10 სექ - 09 ოქტ

ექთანი

კლინიკა ნითა


06 სექ - 05 ოქტ

logo

ექიმი ენდოსკოპისტი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


07 სექ - 30 სექ

ექიმი თერაპევტი

ნაციონალური სისხლის ბანკი


14 სექ - 13 ოქტ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV