წარმოების დაგეგმარების სპეციალისტი წილკანში

თარიღები: 18 სექ - 07 ოქტ
მდებარეობა: ნატახტარი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: HR@globalbeergeorgia.com
წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა

“გლობალ ბიერ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას წარმოების დაგეგმარების სპეციალისტის პოზიციაზე წილკანში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოების განყოფილებაში მიმდინარე პროცესების მიყოლა და ოპერაციების ოპტიმალურად დაგეგმვა;
  • შესაბამისი მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • წარმოების პროცესების გაუმჯობესებასა და ეფექტურობის ზრდის მიზნით მენეჯმენტთან ერთად მუშაობა;
  • სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და გაზიარება;
  • სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel);

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

 

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Assistant Operations Manager

Holoware


25 აგვ - 23 სექ

ადმინისტრაციული ასისტენტი ქუთაისში

გენაცვალე


07 სექ - 06 ოქტ

logo

ლუდის ხარშვის ოპერატორი წილკანში

Global Beer Georgia


10 სექ - 09 ოქტ

მენეჯერი

დიკაია ლოზა


20 აგვ - 18 სექ

logo

მუყაოს საკვეთი დანადგარის თანამშრომელი

ჯეოპეკი


17 სექ - 16 ოქტ

პრობლემური ოპერაციების სამსახურის სპეციალისტი

დაირექტ დებიტ ჯორჯია


10 სექ - 01 ოქტ

logo

სამღებრო საწარმოს მენეჯერი

ელთიბი


14 სექ - 13 ოქტ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV