საწყობის სუპერვაიზერი წილკანში

თარიღები: 18 სექ - 07 ოქტ
მდებარეობა: ნატახტარი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: HR@globalbeergeorgia.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი

 “გლობალ ბიერ ჯორჯია”  აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე წილკანში.

Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მიმდინარე პროცესების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • საწყობის სამუშაო პროცესების დაგეგმარება და შემდგომი მონიტორინგი;
  • საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, მათი რაციონალური განთავსება (FIFO მეთოდის დაცვით), საჭირო მასალების მოძიება და გაცემა;
  • საწყობებში საქონლის მიღება-დასაწყობება, გაცემისა და მარაგების სრული კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება-წარდგენა საწყობის უფროსთან;
  • კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ტექნიკის მონიტორინგი;
  • საწყობში ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი;
  • შესყიდვების განყოფილებასთან მჭიდრო კავშირი და მათი მონაცემებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
  • სერვისის გამწევ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
  • შესაბამისი სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა და შესრულება;
  • საწყობის უფროსისგან მიღებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.



კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.

უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

 


სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Duty Free Warehouse  Assistant

ATU Duty Free


03 სექ - 02 ოქტ

Warehouse Senior Shift Leader ბორჯომში

IDS Borjomi


14 სექ - 13 ოქტ

კომპლეტაციის სპეციალისტი

Domino DIY Hypermarket


23 აგვ - 21 სექ

მიმღები დეპარტამენტის მონიტორინგის ოფიცერი

Carrefour Georgia


15 სექ - 14 ოქტ

საწყობის გამგე

სადისტრიბუციო კომპანია ქალაქური


01 სექ - 30 სექ

საწყობის გამგე გურჯაანში

Agrosima


31 აგვ - 29 სექ

საწყობის კოორდინატორი ბაკურიანში

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


14 სექ - 26 სექ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV