კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თარიღები: 19 ივლ - 27 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@ciu.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  პროფესორი უმაღლესი განათლება

განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ

კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს  კონკურსს  აკადემიურ  თანამდებობათა  დასაკავებლად

ფართო სფერო -  ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი

ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება

სწავლის სფერო - მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია

ფართო სფერო -  ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი

ვიწრო სფერო -  სამართალი

სწავლის სფერო - საერთაშორისო სამართალი

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ფართო სფერო  - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა

სწავლის სფერო - მედიცინა

საბაზისო მედიცინა

 ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო   დისციპლინები);

ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა

სწავლის სფერო - სტომატოლოგია

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ფართო სფერო  - ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები

ვიწრო სფერო - ჰუმანიტარული მეცნიერებები

სწავლის სფერო - ქართული ფილოლოგია

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

სწავლის სფერო - ინგლისური ფილოლოგია

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

კონკურსი ცხადდება 2021  წლის 18  ივნისიდან

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა  2021  წლის  19 ივლისიდან 2021 წლის  23 ივლისის  ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

დოკუმენტები:

  •  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა  და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  ერთი ფოტოსურათი;
  •  კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  •  ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  •  ბოლო 5  წლის განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  •   არსებობის შემთხვევაში   სამეცნიერო  სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში   გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში   გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასისტენტ პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

ასისტენტის  აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია:

  • დოქტორანტს შესაბამის / მონათესავე სპეციალობაში, რომელსაც  ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილება;
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები (ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

პროფესიული  ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის  დასადასტურებლად საჭიროა:

დარგში მუშაობის  პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.

თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:

  • რომელიც არის შესაბამისი დარგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
  • აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
  •  რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  •  წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები:

საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;

ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი  ჩატარდება 2021 წლის 26 ივლისს;

კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში)  ჩატარდება 2021 წლის 27 ივლისს;

შედეგები გამოქვეყნდება  2021 წლის 27 ივლისს;

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
  hr@ciu.edu.ge

ტელ.:  2 61-12-98;  2 30-86-41;  2 10-52-03  

მსგავსი განცხადებები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

21 ივლ - 19 აგვ

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს უნივერსიტეტი

26 ივლ - 24 აგვ

აკადემიური თანამდებობები საინჟინრო ფაკულტეტზე ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

19 ივლ - 17 აგვ

აკადემიური თანამდებობები ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

19 ივლ - 17 აგვ

აკადემიური თანამდებობები ნავიგაციის ფაკულტეტზე ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

19 ივლ - 17 აგვ

ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

08 ივლ - 06 აგვ

ასოცირებული პროფესორი მათემატიკის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

08 ივლ - 06 აგვ

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV