თარიღები: 19 ივლ - 17 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@benefits.ge
სამედიცინო:  ოჯახის ექიმი

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

 

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას  ოჯახის ექიმის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში.

 

განცხადების ვადა: 19 ივლისი - 19 აგვისტო, 2021

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ელ. ფოსტა: hr@benefits.ge

სამუშაო განკვეთი: სრული, სამუშაო კვირა: ორშაბათი - შაბათი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია)
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • სამწლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკაში, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
  • დაზღვევის საფუძვლების ცოდნა (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით);

 

უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი ორგანიზაციული კულტურა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • შესრულების სიზუსტე და სისწრაფე
  • კეთილგანწყობა და თავაზიანი მოპყრობის უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა;
  • სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
  • სამედიცინო ისტორიის წარმოება;
  • დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
  • დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
  • გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღანელთან;

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge 

და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!

 


მსგავსი განცხადებები
ექიმი

ჯეო მედი


01 ივლ - 30 ივლ

ექიმი / ექთანი

მედისონ ჰოლდინგი


07 ივლ - 05 აგვ

ექიმი თერაპევტი/ოჯახის ექიმი

მედისონ ჰოლდინგი


07 ივლ - 05 აგვ

ოჯახის ექიმი

კლინიკა ულტრამედი


05 ივლ - 03 აგვ

ოჯახის ექიმი

N1 პოლიკლინიკა


13 ივლ - 10 აგვ

ოჯახის ექიმი

პსპ დაზღვევა


14 ივლ - 28 ივლ

ოჯახის ექიმი / სამედიცინო წარმომადგენელი

სადაზღვევო კომპანია ალფა


21 ივლ - 19 აგვ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV