აკადემიური თანამდებობები საინჟინრო ფაკულტეტზე ბათუმში

თარიღები: 19 ივლ - 17 აგვ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: Academic.election@bsma.edu.ge
მისამართი: ქ.ბათუმი რუსთაველის გამზ. N53. ძირითადი კორპუსი აუდიტორია № 115
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს   აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

1. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში აკადემია) აცხადებს  ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების  დასაკავებლად, ნავიგაციის ფაკულტეტზე, საინჟინრო ფაკულტეტსა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე:   

ბ) საინჟინრო ფაკულტეტზე:

ა) პროფესორი - 3 ერთეული;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 11 ერთეული;

გ) ასისტენტ პროფესორი ბ კატეგორია - 5 ერთეული

დ) ასისტენტი ბ კატეგორია - 4 ერთეული.

 

2. კონკურსი ტარდება საგნობრივ  ბლოკებად დაყოფილ  სასწავლო დისციპლინებში. საგნობრივი ჯგუფები და აკადემიური პერსონალის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ბ) საგნობრივი ჯგუფები და აკადემიური პერსონალის ოდენობა საინჟინრო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

ბ.ა) გემის ელექტრომექანიკის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:

საგნების ბლოკი N1:

  • ელექტროტექნიკა და ელექტრონიკა
  • ელექტრული მანქანები
  • გემის სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემები
  • ელექტროტექნიკური მასალები
  • გემის ელექტრონიკა
  • ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლები
  • გემის ავტომატიკის ელემენტები
  • 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ბ კატეგორიის ასისტენტი.

 

ბლოკი N2:

  • გემის საზომი ხელსაწყოები და მონიტორინგის სისტემები
  • საგემბანე და სატვირთო მოწყობილობების მართვის სისტემები
  • გემის საყოფაცხოვრებო მოწყობილობები
  • გემის ძალური და ელექტრული სისტემები
  • გემის ელექტრომოწყობილობები
  • გემის ელექტრონული აპარატურა და მართვის სისტემები
  • ძალური გარდამქმნელი ტექნიკა
  • ავტომატური მართვის სისტემები
  • მაღალი ძაბვის სისტემები
  • გემის ელექტროენერგეტიკული სისტემები I
  • გემის დამხმარე მექანიზმები
  • პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები EE
  • სასწავლო საცურაო პრაქტიკა – EE
  • 1 პროფესორი, 3 ბ კატეგორიის ასისტენტ პროფესორი.

ბ.ბ) გემის მექანის საგანმანათლებლო პროგრემებისთვის:

საგნების ბლოკი N1:

  • ტექნიკური თერმოდინამიკა და თბოგადაცემა
  • გემის შიგაწვის ძრავების კონსტრუქცია და მათი სისტემები
  • გემის საქვაბე დანადგარები და მათი ექსპლუატაცია
  • გემის შიგაწვის ძრავების თეორია და მათი ექსპლუატაცია
  • გემის ტურბომანქანები და მათი ექსპლუატაცია
  • გემზე საწვავის,ზეთისა და წყლის გამოყენების ტექნოლოგიური პროცესები
  • გემის ენერგეტიკული დანადგარები
  •  
  • 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ბ კატეგორიის ასისტენტ პროფესორი, 1 ბ კატეგორიის ასისტენტი.
  •  
  • საგნების ბლოკი N2.
  • გემის სამაცივრო დანადგარები, ჰაერის კონდიცირების სისტემები და მათი ექსპლუატაცია
  • პნევმო და ჰიდროავტომატიკის საფუძვლები ME/EE
  • გემის სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა
  • გემის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება
  • პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები ME
  • სასწავლო საცურაო პრაქტიკა – EE
  • 1 პროფესორი, 1 ბ კატეგორიის ასისტენტ პროფესორი, 2 ბ კატეგორიის ასისტენტი.

ბ.გ) ნავსადგურებისა და სატრანსპორტო ტერმინალების ექსპლუატაციის საგანმანათლებლო პროგრამისთვის:

საგნების ბლოკი N1:

  • მასალათმცოდნეობა, საკონსტრუქციო მასალათა ტექნოლოგია
  • მასალათაგამძლეობა
  • საკონსტრუქციო მასალათა ტექნოლოგია
  • ურთიერთშენაცვლება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგია
  • თეორიული მექანიკა
  • მექანიზმებისა და მანქანების თეორია
  • მანქანათა ნაწილები
  • ჰიდრავლიკა
  • საინჟინრო გრაფიკა ME/TP
  • კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა (Autocad)
  • საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა MF

2 ასოცირებული პროფესორი.

 

საგნების ბლოკი N2:

  • ტექნიკური მექანიკა
  • მექანიკა და ჰიდრომექანიკა
  • გამოყენებითი მექანიკა
  • შესავალი სპეციალობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში
  • ამწე-სატრანსპორტო მანქანები და მოწყობილობები
  • ტუმბოები და კომპრესორები
  • ნავსადგურების მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია
  • ულიანდაგო სატრანსპორო მანქანები
  • პნევმო და ჰიდროავტომატიკა
  • სასაწყობო მეურნეობა და ექსპლუატაცია ნავსადგურებში და საკონტეინერო ტერმინალებში
  • ნავთობსაცავებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია
  • გადასატვირთი სამუშაოების ტექნოლოგია და მექანიზაცია
  • სანავსადგურო ნაგებობები და მათი ტექნიკური ექსპლუატაცია
  • სასწავლო პრაქტიკა
  • 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი.

ბ.ე) უცხო ენებისა და ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულებით:

ბლოკი N1:

ინდუსტრიული ქიმია MF

ინფორმაციული ტექნოლოგიები საზღვაო საქმეში MF

გემის კომპიუტერული ქსელების ექსპლუატაცია

2 ასოცირებული პროფესორი.

 

ბლოკი N2:

  • Pre Intermediate ინგლისური MF1
  • Intermediate Plus ინგლისური MF1
  • საზღვაო ინგლისური ენა – გემის მექანიკოსებისათვის
  • საზღვაო ინგლისური ენა – გემის ელექტრომექანიკოსებისათვის.
  •  3 ასოცირებული პროფესორი.

 

 

3.  კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით.

4. განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ, 2021 წლის 12 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე), საპროცედურო კომისიაში. საჩივრების მიღების ვადა განისაზღვრება 3 სამუშაო დღით.

5. საკონკურსო კომისიის მიერ 2021 წლის 31 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით მოხდება დარეგისტრირებული განცხადებების განხილვა.

6. 2021 წლის 15 სექტემბერს ჩატარდება კენჭისყრა. 

7. არაუგვიანეს 26 სექტემბრისა დასრულდება კონკურსი. აღნიშნულ ვადაში განხორციელდება ღია კონკურსის შედეგების გამოქვეყნება და გამარჯვებულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: Academic.election@bsma.edu.ge ან/და შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი რუსთაველის გამზ. N53. ძირითადი კორპუსი აუდიტორია № 115. საკონტაქტო პირი: იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურისტი ნინო ღოღობერიძე. მობ: +995577221516.

9. საკონკურსო პირობები, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების წესი“-ს (ND 2-O04) შესაბამისად.

 

2.  კონკურსის ძირითადი პირობებია:

1. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილი მოთხოვნებია:

ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:

ა.ა)   იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული (მას არ უნდა უსრულდებოდეს 65 წელი კონკურსის ჩატარების წელს);

ა.ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ან მასთან გათანაბრებული საბუთი სამუშაო გამოცდილების დადასტურებისათვის. ასევე, დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან, რაც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მონაწილეობის თაობაზე და პირის პიროვნულ დახასიათებას;

ა.გ) დარგის ან სასწავლო კურსის სწავლება-განვითარების კონცეფცია;

ა.დ) სილაბუსი, კანდიდატის მიერ წარდგენილი თითოეული სასწავლო კომპონენტისათვის;

ა.ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი არჩეული დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

ა.ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის/დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

ა.ზ) კვლევით პროექტში/ებში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია;

ა.თ) სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ვებინარებში, კონგრესებში და სხვა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ა.ი) სამეცნიერო ჟურნალებში ან/და კრებულებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომის ნუსხა და არანაკლებ 2 ნაშრომის ასლი კონკურსანტის შერჩევით; 

ა.კ) სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კონსპექტი, მეთოდური მითითება, პროგრამული პროდუქტი) ბეჭდური ან ელექტრონული სახით).

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად   კონკურსანტს მოეთხოვება:

ბ.ა) იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული (მას არ უნდა უსრულდებოდეს 65 წელი კონკურსის ჩატარების წელს);

ბ.ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ან მასთან გათანაბრებული საბუთი სამუშაო გამოცდილების დადასტურებისათვის. ასევე, დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან, რაც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მონაწილეობის თაობაზე და პირის პიროვნულ დახასიათებას;

ბ.გ) სილაბუსი კანდიდატის მიერ წარდგენილი თითოეული სასწავლო კომპონენტისათვის; 

ბ.დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის/დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

ბ.ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლებაში;

ბ.ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ.ზ) სამეცნიერო ჟურნალებში და/ან კრებულებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომის ნუსხა და არანაკლებ 2 ნაშრომის ასლი კონკურსანტის შერჩევით; 

ბ.თ) სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კონსპექტი, მეთოდური მითითება, პროგრამული პროდუქტი) ბეჭდური ან ელექტრონული სახით.

გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:

გ.ა)  იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული (მას არ უნდა უსრულდებოდეს 65 წელი კონკურსის ჩატარების წელს);

გ.ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან;

გ.გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის/დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

გ.დ) სასწავლო პროცესში მონაწილეობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლებაში.

დ) ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:

დ.ა) იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული (მას არ უნდა უსრულდებოდეს 65 წელი კონკურსის ჩატარების წელს);

დ.ბ) უნდა იყოს დოქტორანტი და წარმოადგინოს დოქტორანტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პროფესიული ნიშნით აკადემიური პერსონალი აირჩევა მხოლოდ B კატეგორიის თანამდებობაზე, რომელთა ანაზღაურება და საშტატო დატვირთვა განისაზღვრება აკადემიის სენატის მიერ.

3. კონკურსში პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებს:

ა) ჰქონდეს სწავლების/შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით ან/და სერტიფიკატით;

ბ) ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვე მართვის/ექსპლუატაციის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

გ) ამ პუნქტის შესაბამისად პროფესიული ნიშნით პირები აირჩევიან ასისტენტ-პროფესორის ან ასისტენტის აკადემიურ თანამდებბაზე;

დ) პროფესიული ნიშნით პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა, თუ იგი უკვე იკავებდა აკადემიურ თანამდებობას საზღვაო აკადემიაში. განვითარება ხორციელდება საფეხურობრივად. დამატებით მოთხოვნები განისაზღვრება სენატის გადაწყვეტილებით.

4. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში რეგისტრირებულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:

ა) მოტივაცია;

ბ) კომუნიკაბელურობა;

გ) პრეზენტაბელურობა;

დ) ცოდნის გაზიარების მეთოდები;

ე) სტუდენტთა შეფასების მეთოდები;

ვ) ინოვაციების ინიცირების და მართვის უნარი;

ზ) ინგლისური ენის ფლობა - იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისათვის წაყენებული პირობა;

თ) უცხო ენის ცოდნა (სასურველი);

ი) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება შესაბამის მიმართულებით;

კ) დარგის ან სასწავლო კურსის სწავლება-განვითარების კონცეფცია (საჭიროების შემთხვევაში);

ლ) სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონგრესებში და სხვა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა;  

მ) აკადემიური მიღწევები;

ნ) პრაქტიკული გამოცდილება ან მიღებული განათლება შესაბამის საკონკურსო თანამდებობის პროფილში.

 

3. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიროს ელექტრონულად. საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით (დანართი 4  და დანართი 2)  განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს საპროცედურო კომისიას კონკურსში მონაწილე კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით. რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1).

2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება რექტორის ბრძანებით დამტკიცებულ ვადებში, ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).

3. საბუთების მიღებას აწარმოებს საპროცედურო კომისია. მას დახმარებას უწევს ტექნიკური პერსონალი, რომელთა ფუნქციებში შედის:

ა) განცხადებების ბლანკების გაცემა; 

ბ) სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება; 

გ) კონსულტაციების გაწევა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

4. განცხადებების მისაღებად უნდა გამოიყოს სამუშაო ოთახი სათანადო პირობებით.

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი კონკურსში მონაწილეობისათვის ვალდებულია, კომისიაში პირადად წარმოადგინოს განცხადება (დანართი N4), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა (დანართი N3), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების  კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (რეექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში/ფაკულტეტის დეკანი);

ე) იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ი) კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ამ წესის მე-7 მუხლში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისი დოკუმენტი.

6. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე მეზღვაურებმა უნდა წარმოადგინონ:

ა)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მასზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატისათვის გავლილი საწვრთნელი კურსების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

გ) ავტობიოგრაფია (CV); 

დ) მინიმუმ 2 დახასიათება დამსაქმებელი გემთმფლობელისაგან ან გემის მენეჯმენტისგან; 

ე) მეზღვაურის წიგნაკი;

ვ) მეზღვაურის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ყველა დამადასტურებელი სერტიფიკატი;

ზ) იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.

თ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ი) წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ფორმა (ფორმა 100)

კ) წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ;

ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

მ) პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად  სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი).

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.

 

 

 

 

 

4. აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის დაწესებული შეზღუდვები, შრომითი ხელშეკრულების პირობები

 

1. პირთან, რომელიც აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად იქნება არჩეული, დაიდება შრომითი ხელშეკრულება შემდეგი პირობების (შეზღუდვების) გათვალისწინებით:

ა) პირი, რომელიც დასაქმებულია სხვა ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სრული საშტატო დატვირთვით, აკადემიაში შეიძლება დასაქმდეს აკადემიურ თანამდებობაზე არასრულ განაკვეთზე; 

ბ)  პირი, რომელიც დასაქმებულია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე სრულ საშტატო განაკვეთზე, აკადემიაში დასაქმდება აკადემიურ თანამდებობაზე არასრულ საშტატო განაკვეთზე; 

გ) საზღვაო აკადემიის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ უკავია სხვა ორგანიზაციაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობა;

დ) პირი, რომელიც დასაქმებულია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე არასრულ განაკვეთზე, აკადემიაში დასაქმდება აკადემიურ თანამდებობაზე სრულ საშტატო განაკვეთზე; 

ე) თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვლება ამ პუნქტის ა-დ  ქვეპუნქტებით განსაზღვრული მდგომარეობა, პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საზღვაო აკადემიას;

ვ) თუ პირი დამალავს ამ მუხლი პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს, რის შესახებაც ცნობილი გახდება საზღვაო აკადემიისთვის, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება წყდება.

2. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს სალექციო კურსისა და სამუშაო რვეულის (სავარჯიშოების კრებული) მომზადება. იმ შემთხვევაში თუ ერთი პირი ახორციელებს ერთ სალექციო კურსზე მეტს, იგი ვალდებულია ყოველ მომდევნო წელს მოამზადოს სალექციო კურსის და სამუშაო რვეულის (სავარჯიშოების კრებული) თითო სალექციო კურსისთვის.

3. პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია მოამზადოს ყოველწლიურად ერთი სტუდენტი კონფერენციისთვის.

4. აკადემიური პერსონალის საშტატო და დამატებითი საათობრივი დატვირთვის ოდენობა დგინდება სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. ამ მუხლში მითითებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ პირთან წყდება შრომითი ურთიერთობა.

6. პროფესორის ვალდებულებები:

ა) შეიმუშავოს და წარმართოს ბლოკში შემავალი სასწავლო კომპონენტების განვითარების წინადადებები;

ბ) კვლევით საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება;

გ) საგრანტო პროექტების შემუშავება, წარდგენა, განხორციელება;

დ) ბლოკში შემავალი აკადემიური პერსონალის განვითარების წინადადებების შემუშავება;

8. ასოცირებული პროფესორი:

ა) შეიმუშავოს და წარმართოს ბლოკში შემავალი სასწავლო კომპონენტების განვითარების წინადადებები;

ბ) კვლევით საქმიანობის განხორციელება;

გ) საგრანტო პროექტების განხორციელება;

7. ასისტენტ-პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში.

8. ასისტენტი ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;

 

 

 

 

 

 

 


მსგავსი განცხადებები
Associate Professor in Education/in Philology

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


29 ივლ - 27 აგვ

აკადემიური თანამდებობები ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია


19 ივლ - 17 აგვ

აკადემიური თანამდებობები ნავიგაციის ფაკულტეტზე ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია


19 ივლ - 17 აგვ

ასოცირებული პროფესორი განათლების მიმართულებით/ფილოლოგიის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


29 ივლ - 27 აგვ

ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


08 ივლ - 06 აგვ

ასოცირებული პროფესორი მათემატიკის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


08 ივლ - 06 აგვ

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს უნივერსიტეტი


30 ივლ - 28 აგვ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV