HR დირექტორი

თარიღები: 15 ივლ - 12 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@primeconcrete.ge
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას HR დირექტორის პოზიციაზე.

 

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

“პრაიმ ბეტონი” უკვე მრავალი წელია დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად  ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ  პროექტებს. 

 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.primeconcrete.ge  

 

2021 წლიდან პრაიმ ბეტონი გადადის ზრდის ახალ ეტაპზე, განიცდის სტრატეგიულ და სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და იწყებს საერთაშორისო პროექტებზე მეტად ფოკუსირებას.  

ინფრასტრუქტურული მშენებლობა ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და, ამავე დროს, ინსტიტუციონალურად ნაკლებად განვითარებული ინდუსტრიაა.  ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე პერსონალის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევებია:  

  • პროფესიული გადამზადების პროგრამების არ არსებობა  
  • სამშენებლო და საინჟინრო განათლების ჩამორჩენა საერთაშორისო სტანდარტებთან  
  • დარგის გრძელვადიანი განვითარების გეგმის არ არსებობა  
  • და ა.შ  

 

პოზიციის აღწერა: 

ჩვენ ვეძებთ ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული უნარით და პერსონალის მართვის ცოდნით აღჭურვილ ადამიანს, რომლსაც ამ გამოწვევების ფონზე, სურს პრაიმ ბეტონის გუნდთან ერთად შექმნას საუკეთესო გარემო პერსონალის მოზიდვისა და განვითარებისთვის. დაამკვიდროს დარგის ახალი სტანდარტი პერსონალის მენეჯმენტში და ამით ხელი შეუწყოს, როგორც კომპანიის, ასევე ინდუსტრიის განვითარებას.   

 

ამ როლისთვის შესაფერის კანდიდატს შეუძლია დაინახოს დიდი სურათი, აქვს ორგანიზაციაში მომუშავე თითოეული თანამშრომლის როლის მკაფიო ხედვა და შეუძლია HR სისტემების გამოყენება იმისათვის, რომ ეს ფუნქცია მაქსიმალურად ეფექტურად შესრულდეს.  

 

კომპანიაში მიმდინარე სტრატეგიული ტრანსფორმაციის და ზრდის პირობებში, პერსონალის მენეჯერს საშუალება ექნება დანერგოს ახალი პოლიტიკა, სისტემები, და მიიღოს მონაწილეობა კულტურის დანერგვის და HR პროცესების დახვეწაში.  

 

 

პოზიციის დასახელება: HR დირექტორი

სამუშაო განაკვეთი: სრული

პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი

სახელფასო განაკვეთი: კონკურენტული ანაზღაურება

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • ორგანიზაციული დიზაინისა და სტრუქტურის განვითარება კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე 
  • კომპანიის ლიდერებთან მუშაობა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სისტემების დასახვეწად
  • სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და ორგანიზაციული ცვლილებების სამუშაო პროცესში დანერგვის მხარდაჭერა 
  • ძირითადი სტრატეგიიდან გამომდინარე დამსაქმებლის ბრენდის შექმნა
  • დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა
  • ლიდერებთან მუშაობა რეკრუტინგის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით 
  • სამუშაო აღწერილობების შექმნა 
  • შერჩევის პროცესის მართვა 
  • თანამშრომლების „onboarding” პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი პროგრამების მართვა
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა
  • ლიდერებთან მუშაობა შეფასების სისტემის ხარვეზების აღმოჩენის და განვითარების მიზნით, უკუკავშირის პროცესის მართვა
  • თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა
  • კარიერული განვითარების გეგმის შესაბამისი პროგრამების დანერგვა და ჩართულობის უზრუნველყოფა
  • სამოტივაციო სისტემის შექმნა და მართვა
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიული ტრენინგების უზრუნველყოფა, ტრენინგის ეფექტურობის შეფასება და ანალიზი
  • შინაგანაწესისა და ეთიკის პოლიტიკის მუდმივი  განვითარება
  • დისციპლინარულ გადაცდომებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების შექმნა და მართვა
  • შრომითი ურთიერთობების იურიდიული ნაწილის მართვა
  • სახელფასო პოლიტიკისა და პოზიციების გრეიდინგის სისტემის შემუშავება
  • ფეიროლის სისტემის სახელფასო პოლიტიკასთან შესაბამისობის კონტროლი
  • ოფისების მართვა, თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, HR-ის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მსგავსი მიმართულებით; 
  • HR ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება; 
  • HR-ის მიმართულებით მუშაობის 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება;  
  • HR სტრატეგიაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სამშენებლო ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • შეფასების სისტემების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. 

 

საჭირო უნარები: 

  • ორგანიზებულობა, სისტემური და თანმიმდევრული მუშაობის უნარი; 
  • არსებული სიტუაციის კრიტიკულად შეფასების უნარი და გამოწვევებთან გაბედულად შეჭიდების სურვილი; 
  • ანალიტიკური აზროვნება, მონაცემების ინტერპრეტაციისა და სამუშაო გადაწყვეტილებებში გადათარგმნის უნარი; 
  • ეფექტური პრეზენტაციის, კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები, ორგანიზაციის როგორც მმართველ, ისე - აღმასრულებელ დონეზე; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, პირდაპირობა, სამართლიანობა და შინაგანი დისციპლინის მაღალი ხარისხი; 
  • ქოუჩ-ლიდერული უნარები, მაღალი ემოციური ინტელექტი და ემპათია, აქტიური მოსმენა, პრობლემების სიღრმეში წვდომის და ფასილიტაციის უნარი; 
  • დიზაინ აზროვნება (Design Thinking): ადამიანებზე მორგებული, მოხერხებული, გულისყურით დაგეგმილი გარემოს და სისტემების შექმნისკენ ორიენტირება; 
  • ცნობისმოყვარეობა, მუდმივ თვითგანვითარებაზე და თვით-სწავლაზე ორიენტირება, ადვილად დასწავლის უნარი; 
  • პროაქტიულობა, დინამიურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. 

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


მსგავსი განცხადებები
HR ბიზნეს პარტნიორი

ვითიბი ბანკი ჯორჯია


13 ივლ - 11 აგვ

HR მენეჯერი

რესტორანი ბეღელი


14 ივლ - 12 აგვ

logo

HR მენეჯერი

ვისტამედი


15 ივლ - 05 აგვ

HR მენეჯერი

პალიტრა მედია ჰოლდინგი


21 ივლ - 10 აგვ

logo

HR მენეჯერი

WeDesign


27 ივლ - 25 აგვ

logo

ადამიანური რესურსების / HR მართვის მენეჯერი

ოპტიმისტი


22 ივლ - 20 აგვ

ადამიანური რესურსების განყოფილების კოორდინატორი /ადმინისტრატორი ყვარელში

სასტუმრო ყვარლის ტბა


08 ივლ - 06 აგვ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV