ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 12 ივლ - 10 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: jobs@telex.ge
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

"ტელექსის" ჯგუფი აერთიანებს ექვს უმსხვილეს ინტერნეტ მაღაზიას, საგამომცემლო სახლს და პირველ ყველაზე დიდ ლიტერატურულ ქოლ-ცენტრს საქართველოში.

"ტელექსი" შეიქმნა საოცარი სიფრთხილითა და პატივისცემით ლიტერატურისადმი. ეს არის უსასრულო სამყარო, რომელიც ჩვენი აზრით, აერთიანებს ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია - "სამყარო, რომელიც გვაერთიანებს". ჩვენ გვწამს, რომ არ არსებობს ცუდი წიგნი, ისევე როგორც სერვანტესს სწამდა, რომ არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნება რაიმე ჭკუის სასწავლი. ამიტომ ჩვენთვის ყველა წიგნი, თანამშრომელი და მომხმარებელი საყვარელი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებულია.

ტელექსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსია ლიტერატურაზე შეყვარებულ, განსაკუთრებულ, გამორჩეულ და საინტერესო ადამიანებისთვისაა.

მათვის, ვისაც  არ ეზარებათ შთაბეჭდილებების გაზიარება, აღფრთოვანებით საუბრობენ  წიგნებზე,  მუდმივად  ლიტერატურულ ქარ-ცეცხლში არიან.

ვისი მიზანიც არის კარიერული, ფინანსური და პიროვნული წარმატება, მუდმივი ზრდა და განვითარება

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საკუთარი მიზნების განხორცილებაში,  მოგისმინოთ, გავიზიაროთ თქვენი რჩევები, გავცვალოთ შთაბეჭდილებები. შევქმათ, უფრო საინტერესო,

ღირებული,უკეთესი მსოფლიო. გაგიწიოთ ღირსეული მეგობრობა და ურთიერთაპივისცემა იყოს ორმხრივი და ხანგრძლივი.

 

რატომ ტელექსი?

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მუდმივად ზრდად ანაზღაურებას
  • კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
  • ტრენინგებს
  • სამოტივაციო სქემებს
  • მეგობრულ გუნდს

 

სამუშაოს შესასრულებლად დაგჭირდებათ:

  • იყოთ  წიგნებზე ძალიან შეყვარებული
  • გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა
  • მეგობრობდეთ ციფრულ ტექნოლოგიასთან

 

სამუშაო პირობები:

  • შრომის ანაზღაურება შედგება პროგრესული ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან
  • მორგებული სამუშაო გრაფიკი.  განაკვეთი : სრული ( სამუშაო საათები: 10:00 – 16:00; 16:00 – 22:00)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ფალიაშვილის #86

 

სამუშაოს აღწერა

  • პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • კომპანიის პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
  • მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა;
  • პოტენციური მომხმარებლების  დაინტერესება, მოზიდვა;
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@telex.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ქოლ-ცენტრის ოპერატორი”. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

 

კომპანია "ტელექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები ერთი წლის განმავლობაში.

 


მსგავსი განცხადებები
Call-ცენტრის ოპერატორი

თელმიკო


30 ივლ - 06 აგვ

ინგლისურენოვან/რუსულენოვან  ოპერატორი

Trade Holding


30 ივლ - 28 აგვ

ონლაინ მაღაზიის ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სუფთა სახლი


12 ივლ - 10 აგვ

ოპერატორი

სოლვეი


05 ივლ - 01 აგვ

ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია არდი


27 ივლ - 25 აგვ

ოპერატორი ბათუმში

სერვის-ექსპრესი


26 ივლ - 24 აგვ

ოპერატორი რუსთავში

Forsa


28 ივლ - 26 აგვ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV