სავაჭრო წარმომადგენელი რეგიონებში

თარიღები: 06 ივლ - 04 აგვ
მდებარეობა: ქუთაისი ზუგდიდი ბორჯომი ბაკურიანი ახალციხე გორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: recruitment@mgeorgia.ge
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი

პოზიცია:  სავაჭრო წარმომადგენელი (2 ვაკანტური თანამდებობა, რეგიონების მიხედვით)

კომპანია:  სს მარუსია (საქართველო) 

სამუშაო ადგილი:   (1) იმერეთი-სამეგრელო (2) ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხე-გორი

განაკვეთი:  სრული

კომპანიის შესახებ: სს მარუსია (საქართველო)   წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპნიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. სს “მარუსია (საქართველო)“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.  

 

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოადგინოს და გაყიდოს კომპანიის პროდუქცია არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან, მინიჭებული სამიზნე არეალისა და დღიური მარშრუტის მიხედვით.
  • მოამზადოს სამოქმედო გეგმები და განრიგები იმისათვის, რომ მოახდინოს კონკრეტული სამიზნეების იდენტიფიცირება და საჭირო კონტაქტების რაოდენობის განსაზღვრა.
  • გამოამჟღავნოს პროდუქტის მაღალ დონეზე ცოდნა და უზრუნველყოს გაყიდვების მასალების სწორი გამოყენება
  • დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობა არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან
  • განსაზღვროს და გადაჭრას კლიენტების უკმაყოფილება
  • განახორციელოს ახალი  სავაჭრო კლიენტების მოზიდვა, სავაჭრო დაფარვის გაზრდა
  • ზედამხედველობა გაუწიოს სწორი ნაშთების განთავსებას სავაჭრო ობიექტებში.  
  • განახორციელოს სავაჭრო წერტილებში დავალიანების მონიტორინგი და დროული გასწორება
  • მოახდინოს დროული რეაგირება მენეჯმენტთან, ნებისმიერ  საკითხზე.
  • ზედამხედველობა გაუწიოს პლანოგრამების სწორ იმპლემენტაციას ობიექტების მიხედვით
  • აწარმოოს დროული, ზუსტი, კონკურენტული ფრაისინგი ყველა დასრულებულ განაცხადზე
  • შეასრულოს სხვა ნებისმიერი დავალება მიცემული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
  • შესაბამისი რეგიონისა ((1) იმერეთი-სამეგრელო (2) ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხე-გორი)) და მისი მიმდებარე ტერიტორიების საბაზრო ქსელის ცოდნა.
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების კარგი უნარები
  • კომუნიკაციის კარგი უნარები
  • დაგეგმვისა და ორგანიზაციული უნარები

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge  არაუგვიანეს 2021 წლის 08 აგვისტოსა, გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შესაბამისი რეგიონი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

 

სს მარუსია (საქართველო) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან  წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.


მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება / სავაჭრო წარმომადგენელი თელავში

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა


05 ივლ - 03 აგვ

ბრენდის ამბასადორი ქუთაისსა და ბათუმში

გლობალდისტრიბუშენი


12 ივლ - 10 აგვ

logo

გაყიდვების წარმომადგენელი წიგნების გამოფენაზე

English Book Education


23 ივლ - 21 აგვ

პრისეილერი / სავაჭრო აგენტი ქუთაისსა და სამეგრელოში

ბიდი პლიუსი (Compact)


06 ივლ - 04 აგვ

პრისელერი / სავაჭრო აგენტი ბათუმში

ბიდი კომპანი (Ferrero)


21 ივლ - 19 აგვ

პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში

GM Group


23 ივლ - 21 აგვ

სავაჭრო აგენტი

ჯეო დისტრიბუშენ გრუპი


23 ივლ - 20 აგვ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV