გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი

ბრედფილდი

თარიღები: 05 ივლ - 03 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancyibh@ibh.ge
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო შესაძლებლობის განსაზღვრასა და  გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე;
  • პასუხისმგებელია კომპანიის გაყიდვების ტაქტიკის დაგეგმვაზე, მარკეტინგული კამპანიებისა და სარეკლამო აქციების დროულ დანერგვაზე;
  • უზრუნველყოფს ჩართულობას და უთანხმდება ტაქტიკების განვითარებისთვის ყველა შესაბამის დეპარტამენტს: შესყიდვები, წარმოება, ფინანსები, ტრენინგი, ხარისხი;
  • ამყარებს  ბრენდის სტანდარტებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას დაინტერესებული მხარეების მიერ, რათა ხელი შეუწყოს ბრენდის თანმიმდევრულობას და მომხმარებელთა კმაყოფილებას;
  • განსაზღვრავს საბაზრო კვლევების საჭიროებას და პასუხს აგებს მათ ინიცირებასა და ჩატარებაზე;
  • უკავშირდება ბაზრის კვლევით ორგანიზაციებს ბაზრის კვლევის ჩასატარებლად  და იპოვებს  მეტ ინფორმაციას საბაზრო პირობების, კონკურენტების, მომხმარებლისა და ბაზარზე საკუთარი პოზიციის შესახებ;
  • ადგენს სხვადასხვა რეპორტებს ხელმძღვანელთან წარსადგენად, რათა ეს რეპორტები გამოყენებულ იქნას კრიტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა  მაგალითად ახალი პროდუქტის ხაზის განვითარება ან წარუმატებელი სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა;
  • პასუხისმგებელია ახალი პროდუქტების განვითარებაზე, პროდუქტების ასორტიმენტის გადახედვასა და ფასწარმოქმნაზე კომპანიის მომგებიანობის გეგმიური დონის შესრულების უზრუნველსაყოფად;
  • მუშაობს ფასების სტრატეგიაზე კომპანიის მიზნებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების დაბალანსებით;
  • წინასწარ საჭიროებების პროგნოზირებით პასუხობს გაყიდვების ფინანსურ მიზნებს. ამზადებს წლიურ ბიუჯეტს. უზრუნველყობს ხარჯების გაწერას. აანალიზებს წინააღმდეგობებს და ინიცირებს სწორ ქმედებებს;
  • ინარჩუნებს ურთიერთობას ძირითად ექაუნთებთან პერიოდული ვიზიტებით. იკვლევს სპეციფიურ საჭიროებებს და პროგნოზირებს ახალ შესაძლებლობებს;
  • პასუხისმგებელია ახალი პარტნიორების მოზიდვასა და არსებული სავაჭრო პარტნიორების შენარჩუნებაზე;
  • წარმართავს მოლაპარაკებების პროცესს ლოკალურ და უცხოელ სავაჭრო პარტნიორებთან კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებზე შეთანხმებას;
  • სავაჭრო პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში განსაზღვრავს გასაყიდი პროდუქციის მოცულობას და ამ ინფორმაციას აწვდის ჩართულ დეპარტამენტებს: წარმოების დეპარტამენტი, ფინანსური დეპარტამენტი, შესყიდვების დეპარტამენტი;
  • პასუხისმგებელია არსებული სავაჭრო წერტილების ოპტიმალურ ათვისებასა და პარტნიორი ობიექტების მაჩვენებლის მუდმივ ზრდაზე
  • პასუხისმგებელია პროდუქციის მიწოდების გზებისა და პერიოდულობის განსაზღვრაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების ოპტიმალური გზების მოძიებასა და განხორციელებაზე;
  • პასუხისმგებელია სადისტრიბუციო ქსელების ათვისების პროცესზე
  • მოლაპარაკებებს აწარმოებს  არსებულ და ახალ  სავაჭრო ობიექტებთან
  • უზრუნველყოფს სამოძრაო მარშრუტის განსაზღვრას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას
  • უზრუნველყოფს პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვებს, საექსპორტო ინდუსტრიის მარეგულებელი რეგულაციების და წესების შესაბამისად;
  • უზრუნველყოფს საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტების ადმინისტირებას;
  • ხელმძღვანელთან ერთად მართავს ახალი პროექტებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების / მარკეტინგის განხრით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • საბაჟო პროცედურებისა და ექსპორტის მარეგულირებელი რეგულაციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:  vacancyibh@ibh.ge


მსგავსი განცხადებები
English Speaking Sales Manager

Nexus


08 ივლ - 05 აგვ

GM&E Sales Manager in Batumi

Hilton Batumi


08 ივლ - 06 აგვ

Head of Sales Department

Department.ge


15 ივლ - 13 აგვ

logo

Husqvarna-ს და Gardena-ს  გაყიდვების მენეჯერი/სტაჟირება

ტრანსპორტერი


26 ივლ - 24 აგვ

Mенеджера по Продажам в Рустави

W8 Shipping


14 ივლ - 12 აგვ

Opening Team Manager

IFC


30 ივნ - 28 ივლ

Sales Executive

UCMAS


17 ივლ - 15 აგვ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV