ტექნიკური სამსახურის უფროსი

თარიღები: 11 ივნ - 10 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@telianivalley.com
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)

სს „თელიანი ველი“  აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე.


 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის კუთვნილ ქარხნებში არსებული მანქანა-დანადგარების სწორი ექსპლუატაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრო სისტემებისა და მანქანა დანადგარების შემოწმების გეგმის შედგენა, შესაძლო დაზიანების დროული იდენტიფიცირება და შეკეთება;
  • არსებული საწარმოო სიმძლავრეების შეფასება და მიმდინარე/მოსალოდნელ დატვირთვებთან შესაბამისობის ანალიზი;
  • საწარმოს დატვირთულობიდან გამომდინარე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და გაძღოლა;
  • კომპანიაში მიმდინარე ტექნიკურ პროექტებში ჩართულობა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა-გაძღოლა;
  • ახალი დანადგარების და სისტემების შეძენა-მონტაჟი და მათი სწორი ექსპლუატაციის წესების გაცნობა თანამშრომლებისათვის;
  • გარე კონტრაქტორების მუშაობის მონიტორინგი, ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება და მათი თავიდან აცილების პოლიტიკის შემუშავება;
  • ტექნიკური სამსახურის გუნდის მართვა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიის ან სხვა მონათესავე დისციპლინაში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პროცესების მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

 

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

სს „თელიანი ველი“-ს  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

 


მსგავსი განცხადებები
ამკრეფ ტექნიკოსი ბორჯომსა და ბაკურიანში

დაირექტ დებიტ ჯორჯია


18 მაის - 16 ივნ

logo

დაცვის სიგნალიზაციის, ვიდეო კამერების მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკოსი

დაცვის სამსახური


02 ივნ - 01 ივლ

ელექტრონული მოწყობილობების სპეციალისტი

OPPA


10 ივნ - 09 ივლ

ინკასატორ-ტექნიკოსი ქუთაისში

OPPA


03 ივნ - 02 ივლ

ინსტალატორი

ჯორჯიან აირ ლინკი


25 მაის - 23 ივნ

მაცივარ-დანადგარების შემკეთებელი

ნიკორა ტრეიდი


04 ივნ - 03 ივლ

მაცივრის ხელოსანი

მისტერ მასტერი


05 ივნ - 02 ივლ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV