მევენახეობის განყოფილების ხელმძღვანელი

თარიღები: 11 ივნ - 10 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@telianivalley.com
სოფლის მეურნეობა:  მევენახეობა

სს „თელიანი ველი“  აცხადებს ვაკანსიას მევენახეობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის კუთვნილ ვენახებში ტექნოლოგიური პროცესების, სეზონური სამუშაოების დაგეგმვა, სწორად წარმართვის უზრუნველყოფა  და შესრულების მონიტორინგი;
  • მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით ვენახებში ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა;
  • დაქვემდებარებულ პირთა ფუნქცია-მოვალეობების სწორი განაწილება, დელეგირება და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • ახალი ვენახების ან/და სავენახე ტერიტორიების შესყიდვისას, შესაბამისი ქმდებების დაგეგმვა, ნიადაგისა და კლიმატის შესწავლა და ანგარიშების მომზადება;
  • რთველის პერიოდში, პროცესების სწორი დაგეგმვა და ვენახების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარითა და მუშახელით;
  • ვენახის სამუშაოებისთვის აუცილებელი ტექნიკის, მანქანა-დანადგარების, შხამ-ქიმიკატებისა და სხვა აღჭურვილობის საჭიროების განსაზღვრა და მოთხოვნის განთავსება;
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენა და მიყოლა;
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისათვის წარდგენა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამის დარგში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.



პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პროცესების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;



გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.


 

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

სს „თელიანი ველი“-ს  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

 




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV