მხარდაჭერის სპეციალისტი

თარიღები: 11 ივნ - 10 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@altasoft.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი

შპს „ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე: https://www.altasoft.net/career

 

სამუშაოს აღწერა:

შპს „ალტა სოფთვეარი“ გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. „ალტა სოფთვეარი“ ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან.

კონკრეტულად მხარდაჭერის სპეციალისტის კომპეტენცია მოიაზრებს შემდეგს: შპს „ალტა სოფთვეარის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა/მომახურებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრა, კლიენტებთან ურთიერთობა, შემოსული საკითხებისა და ინციდენტების მართვა, კლიენტების ტრეინინგი, დოკუმენტაციის შედგენა, მის პასუხისმგებლობაში არსებული საკითხებისა და მთლიანად ბილდის/ვერსისს/ფიქსის ტესტირება, ცვლილებების ლოგის შექმნა, მის პასუხისმგებლობაში არსებული მოდულების პრეზენტაცია/დემონსტრაცია საჭიროების მიხედვით და პროგრამული უზრუნველყოფის სხვაგვარი მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში.

სამსახურში მიღებიდან უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ ერთი თვე) მხარდაჭერის ახალი თანამშრომელი უნდა ჩაერთოს რეალური ამოცანების განხორციელებაში.

 

კომპეტენციის ფარგლები:

  • შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი, გადანაწილება პასუხისმგებელ დეველოფერებზე, ამოცანის ავტორთან ურთიერთობა და ამოცანის დაზუსტება;
  • კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, პროგრამული უზრუნველყოფის დემონისტრირება, დაყენება და ახსნა;
  • კლიენტებისათვის ტრეინინგის ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
  • შემოსულ ინციდენტებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

 

საჭირო კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
  • საბანკო / მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ტექნიკური/მომხმარებლის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის წერის გამოცდილება;
  • სასურველია „ალტა სოფთვეარის“ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია JIRA, TFS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • მისასალმებელია Microsoft SQL ცოდნა.   

 

აუცილებელი უნარები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
  • სწრაფი აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპოდენციის წარმოების უნარი;
  • კომპანიის კლიენტებთან თავაზიანი მოქცევა, მოთმინების გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა და მოტივაციის წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2021 წ 10 ივლისამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (5 დღე/40 სთ კვირაში).

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო - პანდემიის პერიოდში დისტანციურად.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.


მსგავსი განცხადებები
IBANK & BOG.GE Solution Architect

საქართველოს ბანკი


18 ივნ - 17 ივლ

IT Administrator - English

Shaw Academy


24 მაის - 22 ივნ

IT Clerk

Carrefour Georgia


11 ივნ - 10 ივლ

IT Engineer Level 1

ITGROUP


24 მაის - 22 ივნ

IT Support

აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი - კლინიკური მედიცინა


09 ივნ - 08 ივლ

IT Support Specialist in Batumi

Legend Hotel Batumi


24 მაის - 22 ივნ

IT ასისტენტი

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace


17 ივნ - 15 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV