საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა

თარიღები: 10 ივნ - 21 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: recruitment@ggi.ge
არასამთავრობო (NGO):  სხვა (NGO)

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა

 

USAID GGI-ის შესახებ

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ხორციელდება Tetra Tech ARD-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას საკანონმდებლო და  აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს პარლამენტია, რომელთანაც ის პოლიტიკის შემუშავების და საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.

 

სტაჟირების პროგრამა

აღნიშნული საქმიანობის გასააქტიურებლად, GGI ეძებს საპარლამენტო სტაჟიორ/ანალიტიკოსს, ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც დასაქმდება GGI-ის პარტნიორ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.

 

წარმატებულ კანდიდატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა და შეიძინოს გამოცდილება კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკის კვლევასა და ანალიზში და საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში.  

 

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. პროგრამის ხანრძლივობა მოიცავს 2021 წლის ივლისი - დეკემბრის პერიოდს.

 

სტაჟირების პროგრამის მართვა და სამუშაო გარემო

სტაჟიორ-ანალიტიკოსი განაწილდება ზემოხსენებულ საპარლამენტო კომიტეტში და ანგარიშვალდებული იქნება კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელისა და USAID GGI-ის წინაშე. სტაჟიორის სახელფასო განაკვეთი შეადგენს 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული).  

 

პროფესიული განვითარება

სტაჟირების პროგრამის დასაწყისში სტაჟიორ-ანალიტიკოსს ჩაუტარდება საორიენტაციო ტრენინგი USAID GGI-ის პროექტის, პარლამენტის საქმიანობის, მის მიერ შესასრულებელი დავალებების, ასევე, ადმინისტრაციული და ანგარიშგების  პროცედურების შესახებ. სტაჟიორს, ასევე, ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს GGI-ის პროგრამული აქტივობების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში.

 

მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები შემდეგი სპეციალობით: ეკონომიკა/ფინანსები/სამართალი/საჯარო პოლიტიკა/საჯარო მმართველობა;
  • საჯარო პოლიტიკის საკითხების (განსაკუთრებით: ეკონომიკური, ფისკალური, მონეტარული, სახელმწიფო ბიუჯეტის), სახელმწიფო მმართველობის სისტემის და მასში პარლამენტის როლის ცოდნა და ამ საკითხების მიმართ ინტერესის ქონა;
  • ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე;
  • კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ძლიერი უნარ-ჩვევები.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოების გარეშე) და მოტივაციის წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: recruitment@ggi.ge. მოტივაციის წერილში კანდიდატებმა აუცილებლად უნდა:

  • აღწერონ მიზეზი, თუ რატომ დაინტერესდნენ USAID GGI-ის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამით; და
  • მიუთითონ, რა მიმართულებით სურთ სტაჟირების გავლა და დაასაბუთონ ეს არჩევანი შესაბამისი განათლების, გამოცდილების თუ ინტერესებიდან გამომდინარე არგუმენტებით.
  • დოკუმენტაციის მოწოდებისას Subject-ის ველში მიუთითონ: საპარლამენტო სტაჟირება, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება.

 

განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივნისი

წერილობით ტესტს და ინტერვიუს მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან. სატელეფონო ზარები არ მიიღება.


მსგავსი განცხადებები
Child Rights Monitoring Specialist

Unicef


14 ივნ - 28 ივნ

Programme Advisor

GIZ


15 ივნ - 24 ივნ

Programme Advisor in ICT Sector

GIZ


16 ივნ - 01 ივლ

Temporary Trade Officer

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში


15 ივნ - 01 ივლ

გაყიდვების აგენტი

მირაბალდები


08 ივნ - 28 ივნ

logo

მოხალისე

მირაბალდები


08 ივნ - 06 ივლ

logo

სოციალური მედიის მენეჯერი / სტაჟირება

მირაბალდები


08 ივნ - 28 ივნ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV