საწყობის უფროსი ფოთში

თარიღები: 09 ივნ - 08 ივლ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: maka.zaqradze@nikora.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

 

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „შპს კორიდა“  აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით:
    • შესყიდული პროდუქციის მიღება და პროდუქციის მითვლის პროცესის კონტროლი;
    • პროდუქციის შესაბამისი სტანდარტების დაცვით დასაწყობების უზრუნველყოფა:
    • შემოსული დაკვეთების მიხედვით დისტრიბუციისათვის შეკვეთების აწყობის პროცესისა და დისტრიბუციისათვის პროდუქციის სწორად მითვლის კონტროლი;
  • შეკვეთებისა და ნაშთების ანალიზის შესაბამისად წარმოებისათვის გეგმის განსაზღვრა;
  • სასაწყობე მარაგების/ნაშთების კონტროლი პროდუქციის უწყვეტობის მიზნით;
  • აღწერების პროცესში დაგეგმვა და პროცესში უშუალო ჩართულობა;
  • წუნდებული პროდუქციის აღწერა და  ჩამოწერის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესში საწყობის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვის კონტროლი.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა Apex-თან ან/და მომიჯნავე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;

 
              
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რაოდენობრივი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის  უნარი.

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ივლისი.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV