მიმღები-ადმინისტრატორი / მებარგული-შვეიცარი ბათუმში

თარიღები: 09 ივნ - 08 ივლ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@alliancepalace.ge
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa) მიმღები (Front Office) შვეიცარი (ბელბოი)

თავდაპირველად გაგეცნობით: "ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა.

თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას მიღება-განთავსების დეპარტამენტში სასტუმროს მიმღების/ადმინისტრატორის და მებარგული/შვეიცარის პოზიციებზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში ,,ალიანს პალასში“, რომლის მმართველობაშია 450-მდე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

 

სასტუმროს მიმღების/ადმინისტრატორის პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გვსურს ჩაერთო შემდეგ აქტივობებში:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  •  შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  •  ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

თუ შენ ფლობ:

  • სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ქართული, ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა)
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. (Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • Booking.com, Expedia  და სხვადასხვა ჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარებ ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებებს

 

არ დააყოვნო:

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2021 წლის 09 ივლისის ჩათვლით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება 600-800 ლარი (კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
  • სამუშაო გრაფიკს ცვლაში მონაცვლეობით
  • კორპორატიულ ნომერს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

 

მებარგული/შვეიცარის პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გვსურს ჩაერთო შემდეგ აქტივობებში:

  • უზრუნველყო სტუმრების დახვედრა და მათი გაცილება;
  • ფლობდე სრულ ინფორმაციას სასტუმროს მომსახურების, არსებულ სერვისებსა და პროდუქტების შესახებ;
  • გაუწიო კვალიფიციური მომსახურება თითოეულ სტუმარს;
  • უზრუნველყო სტუმრის ბარგის ოთახში მიწოდება;
  • დაიცვა სისუფთავე ფოიესა და ბარგის ოთახში;
  • უზრუნველყო ბარგის ურიკის მოვლა და დასუფთავება.
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარო ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებები

 

თუ შენ:

  • საუბრობ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე
  • გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
  • პასუხისმგებლობით ეკიდები შენზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს
  • და რაც მთავარია, არ დაიშურებ ენერგიას ,,ალიანს ჯგუფის“ გუნდის გაძლიერებისთვის

 

არ დააყოვნო:

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2021 წლის 09 ივლისის ჩათვლით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  ანაზღაურება 500 ლარი (მზარდი)
  •  სამუშაო გრაფიკს ცვლაში მონაცვლეობით
  •  კორპორატიულ ნომერს
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

 

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2021 წლის 09 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ვერში მიუთითოთ შემდეგი: “სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი“ ან ,,მებარგული/შვეიცარი“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

 


მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი/Receptionist

HORECA Management Group


25 მაის - 23 ივნ

მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორი

სასტუმრო რადიუსი


02 ივნ - 29 ივნ

რეცეფციონისტი

სტადიუმ ჰოტელი


20 მაის - 18 ივნ

რეცეფციონისტი / ბელბოი

სასტუმრო - იოტა


07 ივნ - 06 ივლ

ღამის ცვლის რეგისტრატორი / ადმინისტრატორი

ელისი


09 ივნ - 08 ივლ

Administrator

Grove Design Hotel


20 მაის - 18 ივნ

Bell Boy in Batumi

Legend Hotel Batumi


03 ივნ - 02 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV