სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - პრარაბი

თარიღები: 07 ივნ - 15 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@loc.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს. ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაცია აერთიანებს, ამავე დროს, სამშენებლო მასალების, მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო, საპროექტო და ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.

 „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - ,,სამშენებლო ლაბორატორია’’ აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის- პრარაბის ვაკანსიას. „სამშენებლო ლაბორატორია“ დაფუძნდა 2012 წელს. კომპანიას დღემდე ასობით პროექტი აქვს განხორციელებული, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხიდების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ასფალტო-ბეტონის სამუშაოები, სამშენებლო-სარემონტო, სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, ლითონის კონსტრუქციების, სენდვიჩ-პანელების მონტაჟი, საიზოლაციო და სავენტილაციო

შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია სასტუმრო ,,შერატონში“ ორდონიანი საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა, სასტუმრო "Radisson Collection"-ში გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა,  სასტუმრო ,,ყვარლის ტბის“  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (GIZ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ვაკის პარკის შადრევნების მოპირკეთება, ხულოს რაიონში ჰესის ხიდის და მთავარი მაგისტრალის ასფალტო-ბეტონის სამუშაოები, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, რიყის პარკის ქვაფენილის დაგება და ქვის მოედნის მშენებლობა.

დასაქმების ადგილი: თბილისი

,,სამშენებლო ლაბორატორია’’ ეძებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს- პრარაბს, რომლისთვისაც სავალდებულოა:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ, ან მონათესავე სფეროში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
  • სამშენებლო სისტემების კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

 

საქმეთა მწარმოებლის- პრარაბის ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის ზედამხედველობა, მისი ყველა ეტაპის დაგეგმვა და შესრულება;
  • დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონის მოძიება მუშის პოზიციაზე
  • სამშენებლო გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება
  • გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება;
  • დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი
  • ყოველი თვის ბოლოს ადმინისტრაციისთვის  სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.

 

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად, გასაუბრების შედეგად.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@loc.ge


განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2021 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV