რეგიონული მენეჯერის მოადგილე სამეგრელოში

თარიღები: 07 ივნ - 06 ივლ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: fbvacancy@fbureau.ge
საბანკო:  ფილიალის მმართველი

ფინანსური ბიურო საქართველოში სასესხო ვალდებულებების მართვის კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

 ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 21 ფილიალს და 700-ზე მეტ თანამშრომელს.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ff.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამეგრელოში რეგიონული მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე

 

ლოკაცია: ზუგდიდი;

სამუშაო საათები:  ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;  შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე

 

მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული ჯგუფების შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
  • თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესის მიმართულებით;
  • საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია (+3 წელი);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

 

კომპეტენციები და უნარები:

  • გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე fbvacancy@fbureau.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ზუგდიდში

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება  კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს „ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს „ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV