რეცეფციონისტი / ბელბოი

თარიღები: 07 ივნ - 06 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600 - 850
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმღები (Front Office) შვეიცარი (ბელბოი)

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიებს, რეცეფციონისტისა და ბელბოის პოზიციაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

რეცეფციონისტი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • “სასტუმრო იოტა”-ს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  • გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა
  • კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების  თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • პრიორიტეტულია პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ანაზღაურება: 850 ლარი

 

ბელბოი

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა/მისალმება
  • სტუმრების ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
  • სტუმრების  გაცილება დანიშნულების ადგილამდე
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის
  • სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით
  • სტუმრისათვის სხვა რელევანტური სახის დახმარებების გაწევა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უპირატესობად ჩაითვლება 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასტუმროს მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
  • აუცილებელია  გამართული საუბარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

გრაფიკი : 12 საათიანი ცვლა

ანაზღაურება: 600 ლარი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი" ან "ბელბოი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!


მსგავსი განცხადებები
მიმღები-ადმინისტრატორი / მებარგული-შვეიცარი ბათუმში

ალიანს ჯგუფი


09 ივნ - 08 ივლ

Bell Boy in Batumi

Legend Hotel Batumi


03 ივნ - 02 ივლ

Commis/Hostess

Dinehall


21 მაის - 19 ივნ

Front Office Receptionist

Hotels & Preference Hualing Tbilisi


10 ივნ - 09 ივლ

Front Office Receptionist in Batumi

Legend Hotel Batumi


24 მაის - 22 ივნ

Host/Receptionist

Communal Hotels


17 მაის - 15 ივნ

logo

Night Shift Host/Receptionist

Communal Hotels


17 მაის - 15 ივნ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV