ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ქუთაისში

თარიღები: 12 ივნ - 21 ივნ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 700 - 1000
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@unik.edu.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

„შპს ქუთაისის უნივერსიტეტი (www.unik.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.


„ქუთაისის  უნივერსიტეტი’’ აცხადებს ვაკანსიას  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.


|განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21.06.2021

თანამდებობრივი სარგო: 700-1000 ლარი (დარიცხული)

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

 

ძირითადი მოვალეობები :

  • უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში,  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
  • პროგრამების შემუშავების, შეფასების, განახლებისა და რეაკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა;
  • სასწავლო პროცესის მსვლელობაზე, პროგრამის განხორციელებაზე,  მის შედეგებსა და ეფექტიანობაზე დაკვირვება, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, ცვლილებების ინიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).

 

ვაკანსიის დეტალები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 7 ივნისს  და დასრულდება 21 ივნისს.
  • კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
  • კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
  • დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@unik.edu.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.  შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს  აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.


მსგავსი განცხადებები
Classroom Learning Support

ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლა თბილისში


09 ივნ - 18 ივნ

IT ინჟინერიის პედაგოგი ბათუმში

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი


31 მაის - 29 ივნ

Mitarbeiter/in beim DAAD - AM

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (დაად) საქა


11 ივნ - 24 ივნ

Mitarbeiter/in beim DAAD-AZ

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (დაად) საქა


11 ივნ - 09 ივლ

Руководитель международного направления Cisco

MUK TBILISI


15 ივნ - 14 ივლ

logo

ბუღალტერ პედაგოგი

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ქართული აკადემია


02 ივნ - 29 ივნ

logo

ბუღალტერიის ტრენერი ბათუმში

ინტელექტ ცენტრი


31 მაის - 29 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV