გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

თარიღები: 03 ივნ - 18 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: Hr@gah.ge
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს თანაონვესტირების ფონდის „პროექტი - შპს „ქართული აგრო სახლი“ არის საქართველოში წამყვანი პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია (ბაზარზე წარმოდგენილი არის ბრენდებით „პლანტა“ და „ქართული მოსავალი“), რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულს.

 

პოზიცია: გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

სექტორი: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და დისტრიბუცია

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

 

პოზიციის მიზანი:

კომპანიის მმართველი გუნდის წევრია. იგი მონაწილეობს კომპანიის მართვაში, კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში, კომპანიის ხედვისა და გრძელვადიანი მიზნების ფორმირების, ასევე კომპანიის მენეჯმენტის სხვა პროცესებში.

 გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია:

  • კომპანიის კომერციული მიზნების მიღწევაზე;
  • გაყიდვების გუნდის მართვაზე;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაზე;
  • პროდუქციის ასორტიმენტის შექმნასა და მიწოდებაზე;
  • ყველა სხვა კომერციული საქმიანობის შესრულებაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის გაყიდვების მიზნების და მომგებიანობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიის, ტაქტიკის, გაყიდვების გეგმების და მოგების მიზნების შემუშავება, წვლილის შეტანა კომპანიის პოლიტიკისა და სტრატეგიის ფორმირებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია გაყიდვებთან;
  • გაყიდვების წარმოება საცალო / საბითუმო პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებით, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე;
  • სამიზნე ბაზრებზე ბიზნესის შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ბაზრებზე შესვლის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შემოსავლის, მომგებიანობის და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
  • დროული, ზუსტი და კონკურენტული  ფასების მიწოდება ყველა შევსებულ განაცხადზე,  მოგების მაქსიმალური მარჟის შენარჩუნება;
  • კომპანიის წილის ზრდა არსებულ ბაზრებზე და ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება;
  • ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად გაყიდვების განყოფილების წლიური ბიუჯეტის შემუშავება და ხარჯების მართვის კონტროლი ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • ფინანსური მიზნების მიღწევა მოთხოვნების გათვალისწინებით, ინფორმაციის წარდგენა ბიუჯეტის მოსამზადებლად, ხარჯების დაგეგმვა,  ხარჯების მონიტორინგი და შეუსაბამობების ანალიზი;
  • გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება, მომხმარებელთა შენარჩუნებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯმენტის და ფინანსური ინფორმაციის შესახებ შესაბამისი ანგარიშგების მართვა. საანგარიშო და დაგეგმვის შესაბამისი სისტემების შემუშავება;
  • პირდაპირი გაყიდვების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში, გაყიდვების მოცულობებზე, ფასებზე, პროდუქტის მიქსებსა და ვადებზე ორიენტირებულობით;
  • ბაზრის კვლევის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა გამოკითხვის განხორციელებაში ჩართულობა;
  • პასუხისმგებლობა საქმიანობის მომგებიანობაზე და დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულებაზე;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა ციფრული ბაზის  შემუშავება;
  • კორპორაციული იმიჯის და რეპუტაციის შენარჩუნება და კომპანიის ბრენდ(ებ) ის  PR აქტივობების საშუალებით დაცვა და განვითარება;
  • საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის, გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და კოორდინაცია;
  • კომპანიის მიერ შემუშავებული  პოლიტიკის, პროცედურებისა  და ბიზნეს ეთიკის დაცვა;
  • კომპანიის პროცედურების, პოლიტიკის და შრომით-სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად უშუალო დაქვემდებარებულების რეკრუტინგი, ტრენინგი, ყოველდღიური მენეჯმენტი  და მოტივაცია;
  • მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მიერ შედეგების მიღწევის უზრუნველყოფა პერსონალის სამუშაოს მოლოდინების კომუნიკაციით, დაგეგმვის, მონიტორინგისა და მუშაობის შედეგების შეფასების გზით;
  • გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მენეჯმენტი, კონსულტირება და მართვა; ზრუნვა მათ განვითარებაზე; საჭირო პროცედურების, სისტემების, პოლიტიკის ინიცირება, კოორდინაცია და აღსრულება;

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • აკადემიური განათლება ფინანსებში, ეკონომიკასა და ბიზნესში;
  • 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების კუთხით ხელმძღვანელობით პოზიციაზე;
  • დისტრიბუციის ან წარმოების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Excel-ის Project-ის PowerPoint-ს ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერილობითი);
  • თვითმოტივირებული,  პოზიტიური და ენერგიული;
  • ანალიტიკური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: Hr@gah.ge 

 

გთხოვთ, ელ.ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისთვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოს ის კანდიდატები, რომელიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.


მსგავსი განცხადებები
Deutschsprachigen Vertriebsleiters

Advertopedia Plus


11 ივნ - 10 ივლ

English Speaking Sales Manager

Advertopedia Plus


11 ივნ - 10 ივლ

English Speaking Sales Representative

APU


03 ივნ - 02 ივლ

Junior Sales Executive

Glovo


21 მაის - 19 ივნ

Russian Speaking Sales Team Manager

იორკ თაუერსი


01 ივნ - 30 ივნ

Sales Executive

Glovo


08 ივნ - 07 ივლ

Sales Executive

UCMAS


09 ივნ - 08 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV