საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

თარიღები: 31 მაის - 29 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr.department@procreditbank.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

სს „პროკრედიტ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:  “საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი”

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების ცოდნა, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად;
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დაკისრებული დავალებების ხარისხიანად და სწრაფად შესრულების უნარი;

 

სასურველი:

  • პროფესიული გამოცდილება სისტემურ და ქსელურ ადმინისტრირებაში;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • IT სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა და მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პასუხისმგებლობაში მყოფი ფილიალების, სერვის ცენტრების და სერვის პუნქტების ფარგლებში;
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სერვის პუნქტების Iთ ერთეულების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • წარმოქმნილი პრობლემების ადგილობრივად მოგვარება და საჭიროების შემთხვევაში სათაო ოფისის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან დაკავშირება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელება ადგილობრივ დონეზე;
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების პირნათლად შესრულება.

 

მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატებისთვის, სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება  600 ლარიდან, კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR.Department@Procreditbank.ge

გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება IT Support Specialist”


საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:  

გისურვებთ წარმატებას!
 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.department@procreditbank.ge

 

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; info@procreditbank.ge


მსგავსი განცხადებები
Android Developer

Flat Rock Technology


07 ივნ - 04 ივლ

logo

Cloud/DevOps Specialist

Flat Rock Technology


07 ივნ - 04 ივლ

logo

Data Scientist

საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ვაკანსიები


03 ივნ - 02 ივლ

Front-End Developer

Flat Rock Technology


07 ივნ - 04 ივლ

logo

Full Stack Developer/Intern

FINA


04 ივნ - 02 ივლ

logo

Full Stack Developer/Junior Level

FINA


04 ივნ - 02 ივლ

logo

IT ხარისხის მართვის ინჟინერი

საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ვაკანსიები


09 ივნ - 08 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV