PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა წარმოების მართვაში

თარიღები: 21 მაის - 19 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

 

PepsiCo უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2021 ევროპასა და საქართველოში, ხოლო წელს პირველად გახდა საუკეთესო დამსაქმებელი გლობალურად. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

 

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე წარმოების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

 

მოკლე აღწერა:

 

წარმოება - ეს არის დეპარტამენტი, სადაც უწყვეტ რეჟიმში იწარმოება ხარისხიანი და მოთხოვნადი რძის პროდუქცია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც დანერგილია თანამედროვე საწარმოო ხაზები და მუშაობს მეგობრული და ენერგიული გუნდი.

 

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

  • საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ინიციატივების განხორციელება
  • წარმოების შედეგებისა და დანაკარგების ანალიზი, გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება
  • საწარმოს განვითარების მიმართულებით პროექტებში მონაწილეობა
  • პროდუქციის გამოშვების გუნდებთან მუშაობა
  • კომპანიის სტანდარტებსა და საწარმოო პროცესებისში პრაქტიკული გამოცდილების მიღება

 

პროგრამის დასრულების შემდეგ:

  • მიიღებთ სამუშაო გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო კომპანიის თანამედროვე წარმოებაში
  • შეიძენთ უნარებს გუნდის მართვისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართულებით
  • შეძლებთ განახორციელოთ საუკეთესო საწარმოო პრაქტიკები და სხვადასხვა პროექტები
  • მიიღებთ შემოთავაზებას დაიკავოთ მეტად საპასუხისმგებლო როლი და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად საერთაშორისო კომპანიაში.

 

ვის ვეძებთ:

  • უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
  • MS Office პროგრამების  ცოდნა
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

 

 

რას გთავაზობთ:

  • პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
  • ღირსეული ანაზღაურება - 1722 ლარი დარიცხული;
  • სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება წარმოების მართვის მიმართულებით;
  • წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
  • საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

 

დაინტერესდი?

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2021.  PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ონლაინ ფორმატში. 

გისურვებთ წარმატებებს! 

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
ბეტონის ქარხნის ოპერატორი დასავლეთ საქართველოში

პრაიმ ბეტონი


03 ივნ - 02 ივლ

საწარმოს ხელმძღვანელი დამხმარე/ასისტენტი

არაალკოჰოლური სამელების მწარმოებელი კომპანია


19 მაის - 17 ივნ

ცვლის უფროსი სამკინძაო საამქროსთვის

პოლიპრინტი


08 ივნ - 07 ივლ

წარმოების მენეჯერი

პრემიუმ პროდუქტს გრუპი


31 მაის - 29 ივნ

წარმოების უფროსის დამხმარე

ედესი ჯგუფი


31 მაის - 29 ივნ

წარმოების მენეჯერი

სანდომი


07 ივნ - 03 ივლ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV