სტაჟიორი ბუღალტერ-ოპერატორი

თარიღები: 04 მაის - 15 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: HR@vakomotors.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

  • სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
  • სატვირთო ავტომანქანები.
     


კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
 

  •  ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  •  შვებულების გარდა დამატებით 10 Day Off-ს წელიწადში;
  •  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  •  ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
  •  კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.



შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს სტაჟირებას „ბუღალტერ-ოპერატორის“ პოზიციაზე:

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტის განაცხადის მიხედვით პროდუქციის რეალიზაცია;
  • პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
  • კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
  • სასურველია ბუღალტერიის მიმართულებით გავლილი ტრენინგის/კურსის სერტიფიკატი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება;
  • სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში ფიქსირებული - 300 ლარი (სტაჟირების შემდეგ ფიქსირებული + ბონუსი);
  • სტაჟირების პერიოდი:  3-დან 6 თვემდე, დასაქმების პერსპექტივით;
  • გრაფიკი: სრული, 09:00 – 18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი: თბილისის ფილიალები (ხშირი როტაცია იქნება დიღმის მასივისა და ორხევის ფილიალებს შორის).

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge  2021 წლის 15 მაისის  ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:  „სტაჟიორი ბუღალტერ-ოპერატორი“
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით cv-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

  • : თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

 

„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

გისურვებთ წარმატებებს!


მსგავსი განცხადებები
Accounting operator

ჰიდრო ინშაათ სერვისის ფილიალი საქართველოში


14 აპრ - 12 მაის

FINA-ს ადმინისტრატორი

ესპრესო ჯორჯია


10 აპრ - 09 მაის

აღრიცხვის ოპერატორი

წისქვილი ჯგუფი


14 აპრ - 13 მაის

ბუღალტერი

კომპანია


07 აპრ - 06 მაის

ბუღალტერ-ოპერატორი

იფქლი-1


07 აპრ - 06 მაის

ბუღალტერ-ოპერატორი

კაფე-რესტორანი სტრადა


22 აპრ - 21 მაის

logo

ბუღალტერ-ოპერატორი

გევა


26 აპრ - 25 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV