საოპერაციო რისკების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

თარიღები: 04 მაის - 18 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancies@nbg.gov.ge
საბანკო:  საოპერაციო რისკები

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საოპერაციო რისკების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საოპერაციო რისკების განყოფილების ამოცანაა:  საოპერაციო რისკების კუთხით განახორციელოს საქართველოს საფინანსო სისტემაში არსებული საოპერაციო რისკების შეფასება/ანალიზი და დისტანციურად და ადგილზე ინსპექტირების გზით  განახორციელოს ფინანსური დაწესებულებების  ზედამხედველობა.

 

სამუშაოს სპეციფიკა:  პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრეინინგების მეშვეობით.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური დაწესებულებების საოპერაციო რისკების ანალიზი, რისკების შეფასება, საზედამხედველო დასკვნის შედგენა და შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების მომზადება;
  • საოპერაციო რისკების მონაცემების, მ.შ. მოვლენების, დამუშავება, ანალიზი და პერიოდული შიდა ანგარიშგების მომზადება და პრეზენტაცია;
  • საფინანსო სისტემაში არსებული საოპერაციო რისკების სრულყოფილი და დეტალური ანალიზი;
  • ფინანსური დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
  • ფინანსური დაწესებულებების ადგილზე ინსპექტირება;
  • ფინანსური დაწესებულებებისთვის დაწესებული სავალდებულო და სარეკომენდაციო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
  • საოპერაციო რისკების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე მოცემული პრაქტიკის დანერგვა/გაზიარება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან მე-4 კურსის სტუდენტი) ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის და/ან კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;
  • ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული საოპერაციო რისკების მოთხოვნების ცოდნა;
  • საინფორმაციო სისტემების საფუძვლიანი/სიღრმისეული ცოდნა;
  • ინგლისური ენა - B2.


  შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ მიმართულებებში;
  • საბანკო საქმეში, აუდიტის და საოპერაციო რისკების მართვის გამოცდილება;
  • ანგარიშგების მომზადებისა და პრეზენტაციის გამოცდილება;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საინფორმაციო სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა;
  • მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის ცოდნა;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და რისკების შეფასების ფართო გამოცდილება.


კომპეტენციები:

  • ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
  • საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და რისკების იდენტიფიცირების უნარი;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარებაზე ორიენტაცია;
  • სხარტი აზროვნება,  მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
  • შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.


კონკურსის ფორმა:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კონკურსი შეიძლება მოიცავდეს წერითი დავალების ან/და პრეზენტაციის წარდგენას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 18 მაისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: საოპერაციო რისკების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV