რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი

თარიღები: 29 აპრ - 19 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@delta.gov.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი) წარმოება/ოპერაციები:  მექანიკოსი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აცხადებს ვაკანსიას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების სამმართველოს რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე  პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების  მიზნით.
 

კატეგორია: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები

ანაზღაურება: ხელზე ასაღები ხელფასი 800 ლარი;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა გრაფიკის შესაბამისად

 

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

 

ფუნქცია - მოვალეობები და პასუხისმგებლობა

  • აწარმოებს ინფორმაციის შეყვანას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში;
  • აწარმოებს ნულოვანი იზოთერმის სიმაღლის შეყვანას ინფორმაციის განახლებისას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში; 
  • ზემოქმედების სპეციალისტის და/ან ცვლის უფროსის მითითებით განახორციელებს რადარის პროდუქტების პარამეტრების ცვლილებებს;
  • საჭიროების შემთხვევაში დაიტანს ელექტრონულ რუქაზე დამატებით ინფორმაციას;
  • დაუყონებლივ ახსენებს ჯგუფის უფროსს სეტყვასაშიში ღრუბლების გამოვლენის შესახებ;
  • არქივიდან იღებს საჭირო ინფორმაციას;
  • აწარმოებს ოპტიმალური პარამეტრების მქონე სკანის დამუშავებასა და გაშვებას;
  • აწარმოებს მუშაობისთვის საჭირო პროდუქტების დამუშავებასა და ჩართვას;
  • სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე აწარმოებს ცვლილებების შეტანას სკანირების პროდუქტების ალგორითმში და სკანირების მომართვაში;
  • თვალყურს ადევნებს პროგრამებს მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად;
  • აწარმოებს ინფორმაციის, არქივის შენახვასა და დამუშავებას;
  • აწარმოებს საჭირო ინფორმაციის გამოტანას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
  • აწარმოებს Zhail(Prob) და Hailsz(Size) პროდუქტების დამუშავებას სეტყვასაშიშ ღრუბლებზე დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობების, მათემატიკა და სტატისტიკის, ინფორმატიკა და მართვის სისტემების მიმართულებით);
  • კვალიფიკაციის შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპლექსური აზროვნება
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირება
  • პროდუქტიულობა
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


მსგავსი განცხადებები
DevOps junior Specialist

საერთაშორისო კომპანია


10 მაის - 03 ივნ

Global Microsoft 365 Administrator

FINCA Impact Finance


28 აპრ - 27 მაის

Head Of Mobile And Web Software Development Unit

საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ვაკანსიები


11 მაის - 19 მაის

Intern in IT Audit department / Paid

KPMG Georgia


10 მაის - 23 მაის

IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პალიტრა მედია ჰოლდინგი


26 აპრ - 25 მაის

IT ხარისხის მართვის ინჟინერი

საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ვაკანსიები


11 მაის - 09 ივნ

IT Assistant Manager

Hotels & Preference Hualing Tbilisi


13 მაის - 11 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV