თარიღები: 29 აპრ - 28 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@delta.gov.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ინჟინერი-არქიტექტორი წარმოება/ოპერაციები:  კონსტრუქტორი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აცხადებს ვაკანსიას საკონსტრუქტორო დიზაინის, კვლევების და განვითარების დეპარტამენტის „ინჟინერ-კონსტრუქტორი“-ს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
 

კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური

ანაზღაურება: შეთანხმებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება  შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

 

სამუშაოს დახასიათება:

  • მონაწილეობას იღებს ჯგუფის მუშაობაში ახალი ნაკეთობების შექმნისათვის და არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციისათვის, უზრუნველყოფს მათ მაღალ ტექნიკურ დონეს, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებთან შესაბამისობას, ტექნიკური ესთეტიკის მოთხოვნებს და წარმოების ტექნოლოგიის ეკონომიურობას;
  • აწარმოებს საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს ახლად შესაქმნელ ნაკეთობებზე, ასევე ახდენს არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციისას: ესკიზურ-ტექნიკური პროექტის შემუშავებას და ტექნიკური პირობების შედგენას;
  • აწარმოებს ტექნიკურ ანგარიშებს (სიმტკიცეზე, კინემატიკურს, ძალურს, სითბურს და სხვა);
  • ქმნის  სამუშაო პროექტებს და ნახაზებს;
  • ათანხმებს პროექტებს საწარმოს სხვა ქვედანაყოფებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან, ეკონომიურად ასაბუთებს შესამუშავებელ კონსტრუქციებს;
  • შეისწავლის და ანალიზს უტარებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული საკონსტრუქტორო დოკუმენტაციას მათი პროექტირებისა და კონსტრუირებისას გამოყენების მიზნით;
  • ატარებს სამუშაოებს წარმოების საკონსტრუქტორო უზრუნველყოფისათვის ნაკეთობის საცდელი ნიმუშების დამზადებისას;
  • ახდენს არსებული ნაკეთობების მოდერნიზაციას;
  • მონაწილეობას იღებს ტექნიკური და საკონსტრუქტორო საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც წარმოიშვება: საამქროებში დეტალების, კვანძებისა და აგრეგატების დამზადების; აწყობის, მონტაჟისა დამუშავების დროს, ასევე მიწისზედა და საფრენოსნო გამოცდებისას;
  • უწევს კონსულტაციას საამქროებს ნაკეთობების დამზადებისას წარმოების პროცესში;
  • მონაწილეობას იღებს ღონისძიებების შემუშავებაში და დანერგვაში: კონსტრუქციის სრულყოფისათვის; ტექნოლოგიურობის ამაღლებისათვის; ნაკეთობების საიმედობისა და რესურსის გაზრდისათვის;
  • მონაწილეობას იღებს საწარმოში გამოშვებული ნაკეთობების კონსტრუქციის სრულყოფაში (ხარისხი, საიმედობა, რესურსი და სხვ.);
  • კომპეტენციის ფარგლებში იღებს და ათანხმებს გადაწყვეტილებებს საკამათო კონსტრუქციულ საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვება წარმოების პროცესში საწარმოს სამსახურებს შორის;
  • უზრუნველყოფს ნორმატიული დოკუმენტაციის, ქონების, ინვენტარისა და მოწყობილობების დაცულობას, რომლებიც მიმაგრებულია სამუშაო ადგილზე და პირადად ინჟინერზე;
  • იცავს შრომის დაცვის წესებსა და ნორმებს, ტექნიკის უსაფრთხოებას, საწარმოო სანიტარიასა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, მოთხოვნებს ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედებების თავიდან აცილების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება:შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამებისა და CAD პროგრამებიდან ერთ-ერთის: CATIA V5, Auto CAD, Mechanical Desktop, Solid Works ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • პროექტირების სისტემების და მეთოდების ცოდნა;
  • ნახაზების გაფორმებისა და სხვა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის გაფორმების სტანდარტების, მეთოდების და ინსტრუქციების მოთხოვნის შესაბამისად შესრულება;
  • დასაპროექტებელი კონსტრუქციებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და მათი სერტიფიცირების წესის ცოდნა (ადგილზე შესწავლის შედეგად);
  • კონსტრუირებისას ტექნიკური ანგარიშების განხორციელების მეთოდების ცოდნა (ადგილზე შესწავლის შედეგად);
  • კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების და მათი თვისებების ცოდნა (ადგილზე შესწავლის შედეგად);
  • თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის, კომუნიკაციისა და კავშირის საშუალებების ცოდნა;
  • პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნა;
  • გამოთვლითი სამუშაობების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის კოპირებისა და გამრავლების მექანიზაციის საშუალებების ცოდნა;
  • ეკონომიკის, წარმოების ორგანიზაციის, შრომისა და მართვის საფუძვლების ცოდნა.

 

უნარები:

  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
  • სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
  • ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პროდუქტიულობა;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ინჟინერ კონსტრუქტორი“,

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV