მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სასტუმრო ტიფლის პალასი

თარიღები: 29 აპრ - 20 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული
ელ. ფოსტა: Hr@tiflispalace.ge
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ოპერაციები

სასტუმრო ტიფლის პალასი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიაციაზე. 

 

მოვალეობები:

  • იმოქმედოს შიდა რეგულაციების, კომპანიის შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
  • დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
  • უარი თქვას ისეთი დავალებების შესრულებაზე, რაც არღვევს კომპანიის შიდა რეგულაციებს და ქვეყნის კანონმდებლობას;
  • ყოველთვის იყოს მომღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
  • ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებელებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმროს მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • დაიცვას კომპანიის საკუთრება და შეუქმნას სტუმრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გარემო. ზედამხედველობა გაუწიოს მორიგე მონიტორინგის ოფიცრებს;
  • კოორდინირება გაუწიოს ფუნქციების განაწილებას, სამუშაო განრიგის შედგენას და უზრუნველყოს, რომ სამუშაოს დაწყებამდე ყველა თანამშრომელი იღებს დავალებას მოცემული დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
  • შეაგროვოს ინფორმაცია და შეინახოს წერილობითი ანგარიშები;
  • გაუწიოს კოორდინირება და მონიტორინგი სასტუმროს უსაფრთხოების პროგრამებს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების, სასტუმროს გასაღებების გადაცემის პროცედურების ჩათვლით;
  • დაატრეინინგოს თანამშრომლები კორპორატიული სპეციფიკაციების გათვალისწინებით და დოკუმენტაციის მომზადების სტანდარტების ჩათვლით;
  • ზედამხედველობა გაუწიოს თანამშრომლების საქმიანობას და უხელმძღვანელოს დაქვემდებარებულების შესრულებას;
  • თვალყური ადევნოს სასტუმროში შემომსვლელებს, სასტუმროდან გამსვლელებს და მის მიდამოებში გამვლელ საეჭვო პირებს;
  • პერიოდულად დაათვალიეროს სასტუმროს მთელი ტერიტორია;
  • უზრუნველყოს დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცედურების შექმნა და დანერგვა;
  • გამოიძიოს სხვადასხვა შემთხვევები, ქურდობის, ნივთების დაკარგვის და უკანონო ქმედების შემთხვევები;
  • განყოფილების სახელმძღვანელოს შესაბამისად გაუწიოს კოორდინირება  საგანაგაშო სიტუაციებს, რეაგირება მოახდინოს სტუმრებსა და თანამშრომლებთან დაკავშირებულ სიტუაციებზე, შეადგინოს შემთხვევის ანგარიში;
  • გამოიძიოს სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევები და იმოქმედოს შესაბამისი პროცედურების თანახმად;
  • კომპანიის გენერალურ მენეჯერს გაუწიოს კონსულტაცია უსაფრთხოების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით;
  • გენერალურ მენეჯერთან კოორდინირებულად მოამზადოს სხვადასხვა ნივთების დაკარგვის პრევენციის პროცედურები/ პოლიტიკები;
  • გამოიძიოს სერიოზული შემთხვევები და სამუშაოს საშიში პირობების შემთხვევები;
  • გაესაუბროს შემთხვევის მოწმეებს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილები, შეაგროვოს ინფორმაცია/ სამხილები შემთხვევასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მიზეზის დადგენა და პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ქმედებების განსაზღვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა სამხილის უსაფრთხოდ შენახვის მიზნით;
  • დაატრეინინგოს თანამშრომლები საგანგაშო სიტუაციებში მოქმედების პროცედურებში;
  • დაეხმაროს გენერალურ მენეჯერს პერიოდული უსაფრთხოების ინსპექციების ჩატარებაში;
  • ჩაატაროს რეგულარული შეხვედრები უსაფრთხოების თემებზე;
  • მეთვალყურეობა გაუწიოს CCTV კამერებს და რადიო კომუნიკაციას;
  • ზედამხედველობა გაუწიოს მონიტორინგის თანამშრომლების მუშაობას (უზრუნველყოს მათ მიერ სამუშაოს სათანადოდ შესრულება);
  • შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა კომპანიის მენეჯმენტთან და სხვა განყოფილებების თანამშრომლებთან;
  • გენერალური მენეჯერის მითითების საფუძველზე სხვა მოვალეობების შესრულება;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მართვისა და კოორდინირების კარგი უნარები
  • ქართული, რუსული  ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@tiflispalace.ge




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV