სახელმწიფო შესყიდვების კურსი

თარიღები: 27 აპრ - 13 მაის
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

სახელმწიფო შესყიდვების კურსი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს. ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაცია აერთიანებს, ამავე დროს, სამშენებლო მასალების, მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო და საპროექტო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ სახელმწიფო შესყიდვების 15 საათიან კურსზე.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
  • სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების მიმოხილვა;
  • სატენდერო/ საკონკურსო პირობები (სპეციფიკაციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
  • მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება და მისი წარდგენა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები;
  • შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში;
  • შერჩევა-შეფასების პროცედურა ელექტრონულ ტენდერში (პრაქტიკული ნაწილი);
  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
  • შავი სია და თეთრი სია;
  • უფლების დაცვა - თეორიული ნაწილი (დავის განმხილველი ორგანოები და მათი კომპეტენცია, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, გასაჩივრების პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები);
  • დავების განხილვის საბჭო (პრაქტიკული ნაწილი), დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები.

 

ტრენერები:

აღნიშული ტრენინგს გაუძღვებიან შესყიდვების სააგენტოში წლების განმავლობაში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრები: ნოდარ ხერხეულიძე, ალექსანდრე ჩხიკვიშვილი და დავით ჯაიანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 13 მაისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfDhYsTOzO2lmkX3jJhG234vFHWSxKdN0IIyJNJ2uj8WRV-mg/viewform

თარიღი: 14, 17, 19, 21, 24, 28, 31 მაისი, 19:00-21:00

ტრენინგების გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი.

ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 280 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სხვა ვებ გვერდზე




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV